Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ჩინური გემი ფოთის პორტში შემოვიდა: არის თუ არა კორონავირუსის საფრთხე

© photo: Sputnik / Stringerფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პორტის სანიტარული სასაზღვრო ინსპექცია ოქმის მიხედვით მოქმედებს, თუმცა საფრთხე გემის ჩამოსვლასთან დაკავშირებით არ არის.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. ფოთის პორტში ჩინური გემი შემოვიდა, მაგრამ კორონავირუსით დაავადების საფრთხე არ არის, განაცხადა ფოთისა და ყულევის პორტების სასაზღვრო სანიტარული ინსპექციის ეპიდემიოლოგმა სულხან მაჭარაშვილმა.

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების პროგნოზი: აშშ და ბრიტანეთი მონაცემებს აქვეყნებენ>>

გასული წლის დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უჰანში უცნობი წარმომავლობის პნევმონიის აფეთქების შესახებ განაცხადა. პირველ დაავადებულებს კავშირი ჰქონდათ ზღვის პროდუქტების ბაზართან. ექსპერტებმა კვლევებით დაადგინეს, რომ დაავადებას წარმოშობს კორონავირუსის ახალი ტიპი 2019-nCoV. ცნობილია, რომ ის ადამიანს ადამიანისგან გადაედება. დაავადებულთა რიცხვი სწრაფად იზრდება.

ჩინური კორონავირუსი - Sputnik საქართველო
დადგინდა კორონავირუსის ახალი სიმპტომები და გადადების გზები

„24 იანვარს ფოთის საზღვაო აკვატორიაში რუმინეთიდან შემოვიდა ჩინური გემი. გადამოწმებული ინფორმაციით, აღნიშნული გემი ბოლოს ჩინეთში 24 ნოემბერს იმყოფებოდა, მას შემდეგ იქ არ შესულა. ეკიპაჟის წევრები ჩინელები არიან. როგორც ვიცით, აღნიშნული პირები არ აპირებენ დატოვონ გემი", – განაცხადა მაჭარაშვილმა პირველი არხის ეთერში.

მისი თქმით, ამ დროისთვის ინსპექცია ოქმის მიხედვით მოქმედებს, ხოლო რაც შეეხება გემს, ის პორტს დატვირთვის შემდეგ დატოვებს.

„გემზე ტვირთი არ არის. ის დაიტვირთება ფოთის პორტში და გაემგზავრება. რაც შეეხება კომუნიკაციას, ჩვენ წინასწარ შემოგვდის დეტალური ინფორმაცია ყველა გემზე. წინასწარ ხდება შემოწმება და რისკების შეფასება. გემი, სავარაუდოდ, ხვალ შემოვა და დაახლოებით სამი-ოთხი დღე დარჩება", – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ელჩი: ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს>>

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა ჩინეთში 132-მდე გაიზარდა, დაავადებულთა რაოდენობა კი 6 ათასამდეა.

ყველა ახალი ამბავი
0