რამდენი მედლის აღების შანსი აქვს საქართველოს 2020 წლის ოლიმპიადაზე – ექსპერტების პროგნოზი

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკშირიოს ოლიმპიური თამაშები
რიოს ოლიმპიური თამაშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოლიმპიური მედლების პროგნოზი ეფუძნება სპორტსმენების მიერ დიდ შეჯიბრებებში მიღწეულ ბოლოდროინდელ შედეგებს.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. ქართველ სპორტსმენებს 2020 წლის ოლიმპიადაზე, რომელიც ტოკიოში ჩატარდება, ექვსი მედლის მიღების შესაძლებლობა აქვთ, ნათქვამია პორტალის Olympic medal predictions მიერ ჩატარებულ კვლევაში.

საქართველოში ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოეს>>

პროგნოზის განმარტებაში გამოცემის პროგნოზირების სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მონაცემები ეყრდნობა სპორტსმენების მიერ ბოლო დროს მიღწეულ წარმატებებს დიდ შეჯიბრებებში, მათ შორის, ჩემპიონატებსა და მსოფლიო თასებზე. ამასთან, მონაცემებს გადახედავენ მიმდინარე წელს ჩატარებული შეჯიბრებების მიხედვით.

ოლიმპიური რგოლები - Sputnik საქართველო
რამდენმა ქართველმა სპორტსმენმა მოიპოვა ლიცენზია ტოკიოს ოლიმპიადაზე

გამოცემის მოლოდინების მიხედვით, 2020 წლის იანვრის მდგომარეობით, ქართველი სპორტსმენები ოლიმპიადაზე მიიღებენ სამ ოქროსა და სამ ბრინჯაოს მედალს.

თამაშების ჩემპიონები გახდებიან ძალოსანი ლაშა ტალახაძე, ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი და თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი. ბრინჯაოს მედლების კანდიდატები არიან ძალოსანი ანტონ პლესნოი, ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია.

რიო-დე-ჟანეიროში გამართულ წინა ოლიმპიადაზე საქართველომ შვიდი მედალი მოიპოვა, მათ შორის ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო. ოქრო ქართულ გუნდს ლაშა ტალახაძემ და მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოუტანეს.

იანვრის მონაცემებით, ქართველ სპორტსმენებს 14 ოლიმპიური საგზური აქვთ მოპოვებული. 2016 წლის ოლიმპიადაზე საქართველო 40-მა სპორტსმენმა წარადგინა.

თბილისის მერიამ საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვა>>

2020 წლის ოლიმპიადაზე მედლების ჩათვლაში, პორტალის აზრით, პირველები ამერიკელები უნდა გახდნენ, მათი პროგნოზი 109 მედალს ითვლის (50, 31, 28). მეორე და მესამე ადგილებზე მოიაზრებენ ჩინელ – 92 (42, 31, 19) და რუს – 91 (28, 23, 20) სპორტსმენებს.

ყველა ახალი ამბავი
0