თბილისის მერიამ საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვა

© photo: courtesy of Tbilisi City Hallლაშა ტალახაძე
ლაშა ტალახაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაჯილდოებულთა შორის არიან ოლიმპიური ჩემპიონი, სპორტის 16 სახეობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები.

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერიაში საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომლებმაც 2019 წელს საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებებს მიაღწიეს.

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი - Sputnik საქართველო
2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი – ნომინანტების ვინაობა ცნობილია

როგორც „Sputnik–საქართველოს" დედაქალაქის მერიაში აცნობეს, ჯილდო სულ 54 სპორტსმენს გადაეცა, რომლებიც სპორტის 16 სახეობაში, მათ შორის კრივში, ძიუდოში, ფარიკაობაში, კარატეში, სამბოსა და კიკბოქსინგში გამოდიოდნენ.

დაჯილდოებულთა შორის არიან ქართველი ძალოსანი, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და 19 წლის ძიუდოისტი, "მასტერსის" სერიის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ლაშა ბექაური.

საერთაშორისო და ევროპული ტურნირების გამარჯვებულებს გადაეცათ როგორც ფულადი ჯილდოები, ისე დიპლომები.

დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ.

„თბილისის მერია მხარს უჭერს როგორც პროფესიონალური, ისე სამოყვარულო სპორტის განვითარებას. ჩვენი სამსახური ამ მიმართულებით მუდმივად მუშაობს. იმედი მაქვს, რომ მერიის ჯილდოები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებისთვის კიდევ ერთი სტიმული გახდება", – განაცხადა ირაკლი გვილავამ.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის მერია საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიას მეორედ ატარებს.

ყველა ახალი ამბავი
0