2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი – ნომინანტების ვინაობა ცნობილია

© photo: Sputnik / Natia Tsirekidzeსაქართველოს ოლიმპიური კომიტეტი
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდებაზე წარდგენილი არიან ძალოსანი ლაშა ტალახაძე, თავისუფალი სტილის მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი და ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი.

თბილისი, 13 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ) აღმასრულებელმა კომიტეტმა 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტულის ნომინანტები დაასახელა, ნათქვამია კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ლაშა ტალახაძე - Sputnik საქართველო
ლაშა ტალახაძე თურქეთში საერთაშორისო ტურნირის ტრიუმფატორი გახდა

აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ნომინანტები გახდნენ ძალოსანი ლაშა ტალახაძე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი და ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი, რომლებიც ოლიმპიურ წონით კატეგორიებში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.

საუკეთესო სპორტსმენს 18 დეკემბერს თავად სესიის დელეგატები კენჭისყრით გამოავლენენ.

„ეს წელი განსაკუთრებული იყო ჩვენს ისტორიაში, რადგანაც გვყავდა ექვსი მსოფლიო ჩემპიონი სპორტის ოლიმპიურ სახეობებში. ეს საუკეთესო შედეგია“, – განაცხადა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ 2020 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება.

„რაც შეეხება 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საქართველოში ჩატარებას, ბორჯომი და ბაკურიანი წარდგენილი იყვნენ როგორც კანდიდატი ქვეყნები. ევროპული ოლიმპიური კომიტეტიდან მიღებული ოფიციალური წერილით შევიტყვეთ ამის შესახებ და ჩვენ ვიცით, რომ გარკვეულწილად პრივილეგირებულ პოზიციაზე ვართ“, – განაცხადა ხაბელოვმა.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით ტარდება. ფესტივალი პირველი მრავალპროფილური ევროპული ღონისძიებაა 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის და ის ორ წელიწადში ერთხელ ზაფხულისა და ზამთრის ფორმატში იმართება.

ყველა ახალი ამბავი
0