თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საქართველოს 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება, რომლებმაც ღირსეულად წარადგინეს ქვეყანა საერთაშორისო შეჯიბრებებზე, სახელწმიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.
წლის განმავლობაში ქართველმა სპორტსმენებმა 1200-ზე მეტი მედალი დაიმსახურეს. გამოვლინდა საუკეთესო სპორტსმენები 11 ნომინაციაში, ასევე სპორტსმენებს გადაეცა 14 დამატებითი ჯილდო.
აღსანიშნავია, რომ „საუკეთესო სპორტსმენის“ კატეგორიაში გამარჯვებული 2019 წლის ექვსი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
2019 წლის საუკეთესო სპორტსმენია: ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), გენო პეტრიაშვილი და ბექა ლომთაძე (თავისუფალი ჭიდაობა), ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა).
2019 წლის საუკეთესო ნაკრები გუნდი სათამაშო სახეობებში – საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები.
2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი-ვეტერანი - ნონა გაფრინდაშვილია (ჭადრაკი).
2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი - ლაშა ბექაური (ძიუდო).
2019 წლის საუკეთესო სპორტული რეგიონი - აჭარა.
2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობებში – ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო)
2019 წლის საუკეთესო ნაკრები გუნდი ინდივიდუალურ სახეობებში – საქართველოს ეროვნული ნაკრები ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში.
2019 წლის საუკეთესო ფედერაცია მოპოვებული შედეგების მიხედვით – ჭიდაობის ფედერაცია.
2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი – ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო)
2019 წლის საუკეთესო პარასპორტსმენები – რევაზ ჩიკოიძე და ირმა ხეცურიანი.
საუკუნის მოვლენა საქართველოს ოლიმპიზმის ისტორიაში – ნინო სალუქვაძე (სროლა).
გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.
როგორც საღამოზე აღინიშნა, 2020 წელს ქართველი სპორტსმენებისათვის მთავარ გამოწვევას ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ღირსეული გამოსვლა წარმოადგენს.