სკანდალი OPCW-სთან დაკავშირებით: პრობლემები არ გაიწოვება

© photo: Sputnik / Sergey Mamontov / გადასვლა მედიაბანკშიOPCW-ის სპეციალისტები დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების ადგილზე
OPCW-ის სპეციალისტები დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფალსიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები წარადგინა.

ირინა ალქსნისი

რუსეთის ინიციატივით მოწვეულმა გაეროს უშიშროების საბჭოს არაფორმალურმა სხდომამ (ე.წ. არიას ფორმულა) ირიბად დაამტკიცა, რომ დასავლეთის ყველა ბრალდება ჩვენი მისამართით უსაფუძვლო ცილისწამებაა. ყველაზე პირდაპირ პრობლემა გაეროში დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა კარენ პირსმა ჩამოაყალიბა, რომელმაც მოსკოვი „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციისა (OPCW) და მისი პერსონალის დისკრედიტაციის მცდელობაში“ ამხილა. 

სირიის ქალაქი  - Sputnik საქართველო
რუსეთი ქალაქ დუმაზე ქიმიურ შეტევას ფალსიფიკაციად აცხადებს

რუსეთი მართლაც თანმიმდევრულად უთხრის ძირს ორგანიზაციას; უფრო ზუსტად კი, OPCW-ს ოფიციალურ მოხსენებას, რომელიც სირიის ქალაქ დუმაში 2018 წლის 7 აპრილს ქიმიური ნივთიერებების გამოყენების საქმეზე გამოძიების შედეგებს შეეხება. ეს ბუნებრივად ანგრევს ორგანიზაციის ავტორიტეტს. 

სხდომაზე მოსკოვმა წარადგინა ახალი მტკიცებულებები იმისა, რომ გასული წლის 1 მარტს გამოქვეყნებული დოკუმენტი „ძალიან ბუნდოვანია“, შეიცავს არაერთ შეუსაბამობას, წინააღმდეგობასა და სიყალბეს, რომელთა მიღმაც აშკარად იკვეთება დასავლეთის ქვეყნების სწრაფვა, დაადანაშაულოს სირიის ხელისუფლება და პირადად ბაშარ ასადი ქიმიური იარაღის გამოყენებაში. 

თუმცა შექმნილ ვითარებას ახლავს არა მარტო კონკრეტული დოკუმენტის პრობლემა, არამედ გაცილებით მასშტაბური — გადაუჭარბებლად გლობალური ასპექტი.

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გარშემო ამჟამად განვითარებულ დაპირისპირებაში რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული ის განსხვავებები ისახება, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკურ სისტემასა და მის შემდგომ განვითარებას შეეხება.

ბრიტანეთის მუდმივი წარმომადგენლის უკმაყოფილება მარტივ და გასაგებ ლოგიკას ეფუძნება. OPCW — ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია, რომელიც მსოფლიოს უსაფრთხოების სადარაჯოზე დგას. რუსეთის შეტევა ორგანიზაციაზე მის ავტორიტეტს არყევს და, შესაბამისად, პლანეტის სტაბილურობას ურტყამს. აი, ასეთი ცუდია რუსეთი. 

მეჰმეთ სამსარი - თურქეთის ელჩი მოსკოვში - Sputnik საქართველო
თურქეთის ელჩი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფს

პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ეს ლოგიკა პრინციპულ მანკიერებას შეიცავს. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია (OPCW) 1997 წელს შეიქმნა — აშშ-ისა და ზოგადად დასავლეთის ჰეგემონიის პიკზე. ამას გარკვეული შედეგები მოჰყვა, კერძოდ კი დასავლეთის კონტროლი ორგანიზაციაზე და მის საკვანძო სტრუქტურაზე — ტექნიკურ სამდივნოზე. 

ამიტომ დროდადრო იბადება კითხვა, რამდენად მიუკერძოებლად ასრულებს OPCW საკუთარ ფუნქციებს და რამდენად ემსახურება იმ ქვეყნების ინტერესებს, რომლებიც ორგანიზაციაში ლიდერებად მოიაზრებიან, იმ შემთხვევაში, თუ მათ მსგავსი საჭიროება უჩნდებათ. 

ქალაქ დუმაში ქიმიური შეტევის თაობაზე მოხსენების კომენტირებისას რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა OPCW-ში ალექსანდრ შულგინმა აღნიშნა:

„აშშ-ისა და მისი მიმდევრების უპირობო მხარდაჭერით ფრთაშესხმული ტექნიკური სამდივნო არაფრის გაკეთებას არ აპირებს. ეტყობა, იმედი აქვს, რომ ყველაფერი თავისით გაიწოვება. მაგრამ არ გაიწოვება“. 

სწორედ ამიტომ მოითხოვს რუსეთი ორგანიზაციის, კონკრეტულად კი ტექსამდივნოს რეფორმირებას იმგვარად, რომ ჩამოყალიბდეს „მისიის გეოგრაფიულად დაბალანსებული შემადგენლობა, რომელშიც გამოირიცხება მხოლოდ ვაშინგტონის მოკავშირე ქვეყნების დომინირება“.

მაგრამ, შულგინის თქმით, ჯანსაღ ლოგიკას დაფუძნებული მოსაზრებები დასავლეთის მხრიდან კატეგორიულ მიუღებლობას აწყდება — აშშ-ის მეთაურობით.  

ამ ორ პრინციპულად განსხვავებულ მიდგომას შორის კონფლიქტი ამ მომენტისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების მთელ სისტემაში აღწევს. 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
პასუხი ქიმიურ შეტევაზე: აშშ სირიის წინააღმდეგ საერთაშორისო სამხედრო ქმედებებს გეგმავს

რუსეთი აპელირებს პრინციპებით, რომლებზეც ომის შემდგომი სამყარო იგებოდა. ჯერ ერთი, ეს იმ მდგომარეობის ნორმალურობის აღიარებაა, როდესაც სხვა ქვეყნებს თავიანთი ინტერესები აქვთ, თუნდაც ისინი წინააღმდეგობაში იყოს ჩვენს ინტერესებთან; და მეორეც, ექსპერტული და არბიტრაჟული ორგანიზაციების სისტემის არსებობა, რომლებსაც ყველა მხარე ენდობა მათში სრულიად განსხვავებული, მათ შორის, კონფლიქტში მყოფი ძალების დაბალანსებული წარმომადგენლობის გამო. 

დასავლეთი კი ცდილობს შეინარჩუნოს გასასხლტომად განწირული ლიდერობა, რაც დროდადრო უხამს ფორმებს იღებს. „ძველ“ სტრუქტურებზე, რომლებიც კვლავინდებურად დგას ჩამოთვლილ პრინციპებზე, ფინანსურ ზეწოლას ახდენს. რაც შეეხება შედარებით ახალ ინსტიტუტებს, როგორიცაა OPCW (ან 1999 წელს შექმნილი WADA), რომლებსაც დასავლური ძალები ოფიციალურად მეთაურობენ, სასტიკად იბლოკება არსებული მდგომარეობის უფრო სამართლიანზე შეცვლის ნებისმიერი მცდელობა. 

აქ შეიძლება ვიმსჯელოთ, ვისი საქმიანობაა უფრო დესტრუქციული: რუსეთისა — რომელიც ცდილობს მიაღწიოს სისტემის რეფორმირებას არსებული ინსტიტუტების ფარგლებში, თუ აშშ-ის და მისი მოკავშირეებისა — რომლებიც ნებისმიერ ფასად ეჭიდებიან პრივილეგიებს, მიუხედავად იმისა, რომ რეალობა არაორაზროვნად მიანიშნებს, რომ მათი უპირობო დომინირების პერიოდი უკან დარჩა. 

ისტორია კი აჩვენებს, რომ ეს უკანასკნელი ბევრად უსიამოვნო შედეგებით იმუქრება. ობიექტურად მომწიფებული ცვლილებების გადავადების მცდელობა, როგორც წესი, უკან ბრუნდება — გვერდითი დამანგრეველი და სახიფათო ეფექტებით. 

OPCW-ს პოლიტიკა კი, ფაქტობრივად, სარკისებურად ასახავს დასავლეთის დამოკიდებულებას მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისადმი: ყველას იმედი აქვს, რომ როგორღაც... ყველაფერი გაიწოვება. 

აქ მხოლოდ შულგინის სიტყვები შეიძლება გავიმეოროთ: არა, არ გაიწოვება.

ყველა ახალი ამბავი
0