მოძრაობების „სირცხვილიას" და „შეცვალეს" აქტივისტები პარლამენტში შეშვებას მოითხოვენ

© Sputnik / Shota Nozadzeაქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეებს სურთ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრა, რათა მოისმინონ მისი მოსაზრება გენერალური პროკურატურის კანდიდატურასთან დაკავშირებით.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობის წინ სამოქალაქო მოძრაობების „სირცხვილიას" და „შეცვალეს" აქტივისტები შეიკრიბნენ და შენობაში შეშვებას მოითხოვენ, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი ადგილიდან.

აქტივისტების განცხადებით, მათ სახელზე დაშვებულია საშვები, მაგრამ მათ პარლამენტში არ უშვებენ. მათ განაცხადეს, რომ სურთ რამდენიმე კითხვა დაუსვან იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, რომელიც ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის სხდომას ესწრება. ერთ-ერთი ძირითადი კითხვაა – რას ფიქრობს ის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურაზე.

საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევნები: ახალი საბაბი სკანდალისთვის>>

„თითოეულ ჩვენგანზე დაუშვეს საშვი, მაგრამ მიუხედავად ამისა, შიგნით არ გვიშვებენ. ამბობენ, რომ „სისტემა მოიშალა". სისტემა მოიშალა 20 ივნისის შემდეგ", – განაცხადა „შეცვალეს" აქტივისტმა მარიამ რიგვავამ.

„ქართული ოცნების“ მრავალათასიანი მიტინგი - Sputnik საქართველო
მოლაპარაკებები გაგრძელდება: ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ შეთანხმდნენ

გასული წლის 20 ივნისის შემდეგ საქართველო საპროტესტო ტალღამ მოიცვა. მაშინ საქართველოში რუსეთის სათათბიროს დეპუტატი სერგეი გავრილოვი ჩამოვიდა. აქციები არეულობაში გადაიზარდა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. დაშავდა 240 ადამიანი.

მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ დათმობაზე წასვლა გადაწყვიტა და მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა შესთავაზა ნულოვანი ბარიერით.

მაგრამ პარლამენტმა ჩააგდო შესწორებები, რაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას უკვე 2020 წლის არჩევნებზე ითვალისწინებდა, და ამიტომ 14 ნოემბერს საპროტესტო აქციები განახლდა.

აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
ოპოზიცია კვლავ ქუჩაში გამოდის: თბილისში პიკეტირება 4 თებერვლიდან განახლდება

რაც შეეხება ირაკლი შოთაძეს, ის 36 წლისაა და ამ დროის განმავლობაში უკვე მოასწრო გენერალური პროკურორის თანამდებობაზე სამი წლის განმავლობაში მუშაობა (2015 წლის ნოემბერი – 2018 წლის მაისი). მის კარიერაში გარდამტეხი მომენტი იყო ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიება.

პროკურატურამ მოკლული მოსწავლის დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულის ბრალი ვერ დაამტკიცა და შოთაძე საპროტესტო აქციების ფონზე გადადგა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მკვლელობის საქმეში ჩარეული იყო პროკურატურის თანამშრომელი, რომელიც თავის ნათესავს ხელს აფარებდა.

თალაკვაძე: ბურთი ჯერჯერობით ოპოზიციის მოედანზეა, მაგრამ თუ შეთანხმება ვერ მოხდა...>>

შოთაძის მიმართ პრეტენზია ჰქონდათ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებითაც, რომელიც პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა; ასევე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცებისა და სხვა საქმეებზე, რომლებშიც პოლიციელები ან სპეცსამსახურების თანამშრომლები ფიგურირებდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0