თალაკვაძე: ბურთი ჯერჯერობით ოპოზიციის მოედანზეა, მაგრამ თუ შეთანხმება ვერ მოხდა...

© photo: Archil Talakvadze / FBარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე 2020 წლის არჩევნებსა და მხარეებს შორის მოლაპარაკებაზე საუბრობს.
თალაკვაძე: ბურთი ჯერჯერობით ოპოზიციის მოედანზეა, მაგრამ თუ შეთანხმება ვერ მოხდა...
„ჩვენ შეთავაზებული გვაქვს ოპოზიციისთვის კომპრომისული ვერსია – 100/50-ზე. ვემზადებით დიალოგის მომდევნო რაუნდისთვის. ბურთი ჯერჯერობით არის ოპოზიციის მოედანზე, მომდევნო რაუნდში ველოდებით კონკრეტულ განხილვებს. თუ ოპოზიცია არ დათანხმდება და ამ დიალოგის ფარგლებში ვერ მოხდება შეთანხმება ახალ მოდელთან დაკავშირებით, არჩევნები ჩატარდება არსებული შერეული სისტემის ფარგლებში“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, კომპრომისული ვერსია 100/50-ის დროს მკვეთრად იზრდება პროპორციული მანდატების რაოდენობა და მკვეთრად მცირდება მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა.

ყველა ახალი ამბავი
0