რა თანამდებობაზე დაინიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროში დავით გომართელი

© photo: Davit Gomarteli / FBდავით გომართელი
დავით გომართელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველასათვის საყვარელმა მომღერალმა დათო გომართელმა თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზება შემოდგომაზე მიიღო

თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. მომღერალი დავით გომართელი იტალიაში საქართველოს საელჩოში კულტურული მიმართულებით მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა, იუწყება ქართული მედია.

ზურა ხაჩიძე - Sputnik საქართველო
„ღმერთია მოწმე, რისი მიღწევა შემეძლო სიჩუმის სანაცვლოდ...“ – ზურა ხაჩიძე

საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დავით გომართელი საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება აქვს და ის უწყებაში 2005 წელს, სალომე ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს წამყვან პოზიციას იკავებდა.

„მისი პორტფელი მოიცავს კულტურის სფეროში საქმიანობას, კერძოდ ქართული კულტურის პოპულარიზაციას იტალიაში. მოგეხსენებათ, რომ დავით გომართელს გააჩნია საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება იგი წამყვან პოზიციას იკავებდა უწყებაში 2005 წელს. გამომდინარე იქიდან, რომ ბატონ დავითს ამ მხრივ ჰქონდა საკმაოდ კარგი გამოცდილება, მისი იტალიური კულტურისა და იტალიური ენის ცოდნა იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ის შეირჩა ამ კანდიდატურაზე“, - აცხადებენ უწყებაში.

„ღმერთმა ასე ამიხდინოს ყველაფერი...“ – რა წინასწარმეტყველება აუხდა თემურ თათარაშვილს >>

ყველასათვის საყვარელმა მომღერალმა იტალიის ელჩის მრჩეველის თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზება შემოდგომაზე მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0