მომღერალი თემურ თათარაშვილი პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დანიშვნას და შინაგან საქმეთა მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დანიშნვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მის წინასასწარმეტყველებას უკავშირებს.
„ისე როდის ვიწინასწარმეტყველე, ანუ ვიოცნებე ღმერთმა ასე ამიხდინოს ყველაფერი“, – წერს თათარაშვილი. საზოგადოებას კარგად ახსოვს ცოტა ხნის წინ მისი ცნობილი განცხადება, სადაც ის გიორგი გახარიას მხარდაჭერას უცხადებდა.
„დიახ, გახარია არ უნდა გადადგეს. მე მომწონს გახარია. კაცი არის და ყვ...ბიანია, გაიგე?!“ – ამბობდა თათარაშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თავისი facebook-გვერდის მეშვეობით გუშინ განაცხადა, რომ დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. ცოტა ხნის წინ კი მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია წარადგინა.
თემურ თათარაშვილი: „შემოვიდა და მითხრა: გაიკეთებო? მე შემრცხვა მეთქვა...“
ქართულ მედიაში ვარაუდობდნენ, რომ პრემიერი შეიძლება გახდეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. ბახტაძე საქართველოს მთავრობას სათავეში 2018 წლის ივნისში ჩაუდგა.
თემურ თათარაშვილი დაიბადა 1966 წელს. 1983–1985 წლებში მღეროდა ვოკალურ ანსამბლ "75"-ში. ხოლო 1986–1996 წლებში ანსამბლ „ივერიაში". 1996 წლიდან გამოდის როგორც სოლო შემსრულებელი. 1999 მიიღო ღირსების ორდენი. 1989 წელს გახდა „იურმალა 89"-ის ლაურეატი.