საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინეს

© photo: Sputnik / Miho Neimanგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გახარიამ საქართველოს მთავრობაში მოსალოდნელი რიგი საკადრო ცვლილებები უკვე დააანონსა.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა.

ორშაბათს საქართველოს პრემიერის პოსტი ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც მთავრობის მოქმედმა ხელმძღვანელმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გახარია სჭირდება, ღარიბაშვილს კი ენდობა – ვისზე დადებს ფსონს ივანიშვილი

სამშაბათს პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა.

„მინდა მადლობა გადავუხადო პარტიისა და პოლიტსაბჭოს თითოეულ წევრს ასეთი მხარდაჭერისთვის, და გაწეული საქმიანობისთვის მსურს მადლობა გადავუხადო ჩემ წინამორბედ მამუკა ბახტაძეს", – განაცხადა გახარიამ.

მან აღნიშნა, რომ მოგვიანებით მთავრობის ახალ შემადგენლობას და პროგრამას წარმოადგენს.

„მთავრობის შემადგენლობაში მცირე ცვლილებები შევა. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური დაიკავებს. თავდაცვის მინისტრის პოსტს კი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი. ეს ცვლილებები გააძლიერებს მთავრობას და პოლიტიკურ გუნდს“, – განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება მოქმედ თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას, იგი საქართველოს უშიშროების საბჭოს უხელმძღვანელებს, აღნიშნა გახარიამ.

ვინ არის წინააღმდეგი?

მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა მცირერიცხოვანი საპროტესტო აქციის „სირცხვილია“ ფონზე. უკმაყოფილება გამოხატეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ორ თვეზე მეტია გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგომას ითხოვდნენ. მას 20-21 ივნისის აქციის დარბევას ვერ პატიობენ.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გიორგი გახარია პროკურატურაში გამოიკითხა

ყველაფერი დაიწყო საქართველოში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, კომუნისტური პარტიის წევრ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლითა და მისი პარლამენტში გამოსვლით. 20-21 ივნისის ღამეს ანტისამთავრობო აქცია არეულობაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. იმ ღამეს 240 ადამიანი დაშავდა.

გახარია – დოსიე

გიორგი გახარია 1975 წლის 19 მარტს დაიბადა. 1994 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილი: მაგარი კაცია გახარია, ის თანამდებობისთვის საერთოდ არ იომებს

2000 წელს მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის მაგისტრის წოდება მიიღო. 2004 წელს – უმაღლესი ბიზნეს-სკოლა – ბიზნესის მართვის მაგისტრის წოდება. 1997-2004 წლებში იყო ფირმა A-Edam-ის გენერალური დირექტორი.

2004-2008 წლებში იყო SFK Group-ის გენერალური დირექტორი. 2006-2009 წლებში იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის საგანში. 2008-2013 წლებში იყო ბიზნესის განვითარების დირექტორი რუსეთის ფედერაციასა და აღმოსავლეთ ევროპაში. 2013 წელს საქართველოში დაინიშნა საგადასახადოს ომბუდსმენად, 2015 წელს კი ბიზნეს-ომბუდსმენი გახდა. 2016 წლის ნოემბრიდან ეკავა ეკონომიკის მინისტრის პოსტი, ერთი წლის შემდეგ კი გახდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

 

ყველა ახალი ამბავი
0