Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ღმერთია მოწმე, რისი მიღწევა შემეძლო სიჩუმის სანაცვლოდ...“ – ზურა ხაჩიძე

© photo: Zura Khachidze / FBზურა ხაჩიძე
ზურა ხაჩიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალი ზურაბ ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის სამხარეო რწმუნებულის მესამე მოადგილედ 2019 წლის ივნისში დაინიშნა.

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ ცოტამ თუ იცის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის დროს საკმაოდ მაღალი თანამდებობების მიღწევის უფრო მეტი შანსი ჰქონდა, ვიდრე დღეს, თუ სახლში ჩუმად იჯდებოდა.

ზურა ხაჩიძე - Sputnik საქართველო
ხაჩიძე: პირველი კონცერტის დროს სამი ღამე ვაგზლის მოედანზე, ძველ მატარებელში გავატარე

„ღმერთია მოწმე, რისი მიღწევა შემეძლო სიჩუმის სანაცვლოდ. ვისთან და რასთან მქონდა ურთიერთობა, ამაზე ახლა არ დავიწყებ ლაპარაკს. კეკელიძის ქუჩა. მაშინ არ მიცნობდა ქალბატონი ია მეტრეველი, შორიდან ვუყურებდი რა დღეში იყო მისი პატიოსანი შვილის დახვრეტის გამო. დაკარგული მქონდა ყველაფრის სურვილი! მკვლელი, ურჯულო და უსამართლო ვეღარასოდეს მოვა. ეს არის სხვა ქვეყანა, სხვა გამოწვევებით, რომელიც გარდატეხის გასაყარზეა და მალე გავა სამშვიდობოზე“, – წერს ხაჩიძე.

მომღერალი ზურაბ ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის სამხარეო რწმუნებულის მოადგილედ ივნისში დაინიშნა.

„არავინ არ ჩავანაცვლე, მესამე მოადგილე იყო საჭირო. ხვალიდან შევუდგები საქმიანობას. ვარ სამართალმცოდნე, მაგრამ პიარ-სამსახურშიც მიმუშავია და მინდა, რომ სამცხე-ჯავახეთს, რომელსაც დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, პოპულარიზაცია გავუწიო“, – განაცხადა მაშინ ხაჩიძემ.

ხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე - Sputnik საქართველო
ხათუნა ჟორდანია კლინიკაში მოხვდა – ზურა ხაჩიძე პალატიდან ფოტოს აქვეყნებს

ზურაბ ხაჩიძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო „პატრიოტთა ალიანსიდან“.

იმ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები, რომელიც 14 ნოემბერს პარლამენტის მიერ საარჩევნო რეფორმის ჩავარდნის გამო დაიწყო, მოითხოვენ მთავრობის გადადგომას და პროპორციული სისტემით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. მოგვიანებით ოპოზიციამ დააზუსტა, რომ თანახმაა ე.წ. „გერმანულ მოდელზე", რომელიც არ მოითხოვს კონსტიტუციაში ცვლილებებს, თუმცა ხელისუფლება საწინააღმდეგოს აცხადებს.

არჩევნების ჩატარების „გერმანული მოდელი“ ნიშნავს მაჟორიტარული არჩევნების ჩატარებას, რომლის შედეგები დაითვლება პროპორციული სისტემით. კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის 73 დეპუტატს მაჟორიტარულ ოლქებში, 77-ს კი პარტიული სიით ირჩევენ.

ყველა ახალი ამბავი
0