ხაჩიძე: პირველი კონცერტის დროს სამი ღამე ვაგზლის მოედანზე, ძველ მატარებელში გავატარე

გამოწერა
მომღერალი ზურა ხაჩიძე ჯგუფ „ქუჩის ბიჭებზე“ და იმ გზაზე საუბრობს, რაც ჯგუფმა გაიარა.
ხაჩიძე: პირველი კონცერტის დროს, სამი ღამე ვაგზლის მოედანზე, ძველ მატარებელში გავატარე

„თავდაპირველად ჯგუფი ხუთი წევრისგან შედგებოდა. სანამ პოპულარულები გავხდებოდით, ძალიან ბევრი ჯგუფი იყო. ჩვენზე კარგი გარეგნობის ბიჭებიც იყვნენ, ჩვენზე მაგრადაც მღეროდნენ. მაგრამ ჩვენი დამოკიდებულება მსმენელის მიმართ იყო განსხვავებული. სანამ ბოლო ფანი არ გავიდოდა დარბაზიდან, ჩვენ ვიდექით და ველოდებოდით მასთან სურათის გადაღებას. ამ თავმდაბლობამ განაპირობა ხალხის სიყვარული“, – ამბობს ხაჩიძე.

მომღერლის განცხადებით, ჯგუფმა საკმაოდ რთული პერიოდი გაიარა. ზურას თქმით, პირველი კონცერტის დროს მან სამი ღამე ვაგზლის მოედანზე, ძველი მატარებლის ვაგონში გაატარა.

 

ყველა ახალი ამბავი
0