ხატია ბუნიათიშვილმა შვეიცარიაში ფურორი მოახდინა

© photo: courtesy of Khatia Buniatishviliხატია ბუნიათიშვილი
ხატია ბუნიათიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს პიანისტს კიდევ ერთი საპასუხისმგებლო კონცერტი ელის - ის ნიუ-იორკში განთქმულ კარნეგი-ჰოლში წარდგება

თბილისი,  4 იანვარი — Sputnik. ცნობილმა ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა შვეიცარიაში კონცერტი გამართა და მაყურებელი აღფრთოვანებაში მოიყვანა.

თავის Facebook-გვერდზე ხატიამ მცირე ვიდეო ატვირთა, რომელსაც ასეთი წარწერა დაურთო: „ასე დაიწყო წელი. სცენაზე. 1 იანვარი, 2020 წელი“.

ხატია ბუნიათიშვილი ნიუ-იორკში კარნეგი-ჰოლის სცენაზე დაუკრავს >>

კადრებში ჩანს, როგორი ოვაციებით აცილებს ქართველ პიანისტს ფეხზე ამდგარი მაყურებელი. კომენტარებში ხელმომწერები წერენ, როგორ მოსწონთ მათ ბუნიათიშვილის შემოქმედება და მას ფორტეპიანოს დივას უწოდებენ.

გიორგი გიგაშვილი - Sputnik საქართველო
პიანისტმა გიორგი გიგაშვილმა ახალი წელი მორიგი მიღწევით დაიწყო

ბუნიათიშვილმა მრავალი სცენა დაიპყრო, ახლა კი მას ნიუ-იორკში ერთ-ერთი მთავარი - კარნეგი-ჰოლის სცენა ელის. პიანისტის კონცერტი 2020 წლის 21 მაისს არის დაგეგმილი. ვირტუოზი პიანისტი შუბერტის, ლისტის, სტრავინსკის ნაწარმოებებს შეასრულებს.

ხატია ბუნიათიშვილი დაიბადა თბილისში 1987 წელს. ფორტეპიანოზე დაკვრა უფროს დასთან გვანცასთან ერთად სამი წლის ასაკიდან დედის ხელმძღვანელობით დაიწყო. უკვე ექვსი წლის ასაკში თბილისში მისი პირველი კონცერტი გაიმართა კამერული ორკესტრის თანხლებით.

კონსერვატორიის სტუდენტობისას, 2003 წელს ხატიამ კიევში ვლადიმირ გოროვიცის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე სპეციალური პრიზი, ხოლო ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების მხარდასაჭერად გამართულ კონკურსზე პირველი პრიზი მიიღო. ბუნიათიშვილი ასევე Borletti-BuitoniTrustAward (2010) პრემიის ლაურეატია და EchoKlassikAwards-ზე (2012) „წლის საუკეთესო ახალბედას" წოდება მიიღო.

რახმანინოვის როიალი - Sputnik საქართველო
ნიჭიერი მუსიკოსები საქართველოდან ელისეს მინდვრებზე კონცერტს გამართავენ

2016 წელს ხატიამ გამოუშვა ალბომი „კალეიდოსკოპი“, რომელშიც შევიდა მუსორგსკის, რაველისა და სტრავინსკის ნაწარმოებები. იმავე წელს ბუნიათიშვილმა ისრაელის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად ზუბინ მეტის დირიჟორობით დაუკრა. გამართა კონცერტი პარიზში „არგერიხი და მეგობრები“, რომელზეც ცნობილმა პიანისტმა მარტა არგერიხმა მხოლოდ შვიდი შემსრულებელი მიიწვია და მათ შორის იყვნენ ხატია და გვანცა ბუნიათიშვილები. გარდა ამისა, 2016 წელს ხატია ბუნიათიშვილი საათების ცნობილი ავსტრიული ბრენდის „ჟაკ ლემანის" ახალი სახე გახდა.

ამჟამად ხატია ბუნიათიშვილი პარიზში ცხოვრობს და გასტროლებს მართავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 2019 წლის მარტში მისმა ალბომმა სახელწოდებით Schubert კლასიკური მუსიკის ფრანგული ჩართის სათავეში მოექცა.

ყველა ახალი ამბავი
0