პიანისტმა გიორგი გიგაშვილმა ახალი წელი მორიგი მიღწევით დაიწყო

© courtesy of Gigashvili Giorgiგიორგი გიგაშვილი
გიორგი გიგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს გიგაშვილი წინანდლის პრესტიჟული პრემიის ლაურეატი „მუსიკალური ხელოვნების“ ნომინაციაში გახდა. და აი კიდევ ერთი საპასუხისმგებლო მოწვევა

თბილისი, 1 იანვარი - Sputnik. XXI საუკუნის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე და ნიჭიერი პიანისტი, გიორგი გიგაშვილი მიიწვიეს პრესტიჟულ არტურ რუბინშტეინის სახელობის მე-16 საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე. ამის შესახებ მუსიკოსმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„წინანდლის“ პრემიის ლოგო - Sputnik საქართველო
 „წინანდლის“ პრემიის ლაურეატები ქვეყნის რეგიონებში გაემგზავრებიან

„როგორ უნდა დაწყებულიყო 2020 წელი უკეთესად? ამირჩიეს რუბინშტეინის საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც გაიმართება მაისში“, - წერს გიორგი.

კონკურსი ისრაელში 1974 წლიდან ტარდება. წელს ღონისძიება თელ-ავივში 5-21 მაისს გაიმართება.

სხვადასხვა წლებში ჟიურის წევრებს შორის იყვნენ ისეთი მუსიკოსები, როგორებიც არიან: ელისო ვირსალაძე, იუჯინ ისტომინი, ნიკიტა მაგალოფი, მარტა არგერიჰი, მარია ტიპო, პნინა ზალცმანი, არტურ ბალზამი, ლეონ ფლეიშერი, გალინა ჩერნი-სტეფანსკა, გარი გრაფმანი, ლაზარ ბერმანი და დმიტრი ბაშკიროვი.

ერთ-ერთი გამოჩენილი ქართველი პიანისტი გიორგი გიგაშვილი „ნიჭიერთა ათწლედის" კურსდამთავრებულია, გაიმარჯვა თბილისის პიანისტთა მეექვსე საერთაშორისო კონკურსში, არის ნიუ-იორკის გერშვინის სახელობის მეორე საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის პრიზიორი. კონცერტებს მართავს საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში.

2019 წლის ბოლოს გიგაშვილი წინანდლის პრესტიჟული პრემიის ლაურეატი „მუსიკალური ხელოვნების“ ნომინაციაში გახდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0