ყველაზე ხმაურიანი სკანდალები საქართველოში: 2019 წლის ტოპ-5

© Sputnik / Shota Nozadzeსაპროტესტო აქცია თავისფლების მოედანზე 15 წლის მოზარდის დაღუპვის გამო
საპროტესტო აქცია თავისფლების მოედანზე 15 წლის მოზარდის დაღუპვის გამო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსთვის 2019 წლისთვის მშვიდი წლის წოდება, ცოტა არ იყოს, რთულია. ქვეყნის მოსახლეობა ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ გახდა ხმაურიანი სკანდალების მომსწრე.

„Sputnik–საქართველომ“ ყველაზე რეზონანსული სკანდალური მოვლენების ხუთეული შეადგინა, რომლებიც სწორედ 2019 წელს მოხდა.

რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში

ყველაზე ხმაურიანი სკანდალი — ეს ივნისში დატრიალებული ამბები იყო, როდესაც რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი თბილისში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორის ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. მაგრამ ღონისძიება ჩაიშალა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გავრილოვმა 20 ივნისის დილით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა დამსწრე საზოგადოებას. 

საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
გავრილოვის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში

ოპოზიციამ განგაში პირდაპირ სხდომათა დარბაზში ატეხა — ისინი, სტვენისა და შეძახილების ფონზე, საქართველოს მთავრობას სამშობლოს ღალატში ადანაშაულებდნენ. ხელისუფლებამ, თავის მხრივ, თავის მართლება დაიწყო და მომხდარს პროტოკოლური შეცდომა უწოდა. თუმცა ამან საპროტესტო ტალღა ვერ შეაჩერა. გვიან საღამოს აქცია არეულობასა და მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლებში გადაიზარდა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას შეეცადნენ, რის გამოც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი, 30-ზე მეტი ჟურნალისტი.

მომიტინგეების ზეწოლის გამო პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იძულებული გახდა, დაეტოვებინა თანამდებობა და პასუხისმგებლობა აეღო საკანონმდებლო ორგანოში გავრილოვის გამოჩენასთან დაკავშირებით. ხოლო „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორი იყო, დეპუტატის მანდატზე უარი თქვა.

კონსტიტუციაში ცვლილებების ჩავარდნა 

საპროტესტო აქციების კიდევ ერთი ტალღა საქართველოში ნოემბრის შუა რიცხვებიდან აგორდა, როდესაც პარლამენტში 2020 წლიდან საპარლამენტო არჩევნების შერეული სისტემიდან პროპორციულზე გადასვლის კანონპროექტი ჩავარდა. მიუხედავად „ქართული ოცნების“ დაპირებისა, საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შეტანას მმართველი პარტიის მაჟორიტარმა დეპუტატებმა ხმა არ მისცეს.

აქცია - Sputnik საქართველო
„პროპორციული არჩევნები 2020": საკონსტიტუციო ცვლილებების პრეზენტაცია აქციის ფონზე

ამან მთელი ოპოზიციური სპექტრი გააერთიანა, მანამდე ერთმანეთთან დაპირისპირებულებიც კი. ისინი გაერთიანდნენ პრონციპით „ყველა ერთის წინააღმდეგ“ და სახელმწიფო შენობების პიკეტირება და ბლოკირება დაიწყეს. მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც დეპუტატებს სხდომებზე არ უშვებდნენ, პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი. ადგილი ჰქონდა სამართალდამცველებთან შეხლა-შემოხლასაც, რასაც დაპატიმრებები მოჰყვა.

„ქართულმა ოცნებამ“ დათმობებზე წასასვლელად მზადყოფნის შესახებ მხოლოდ ერთი თვის შემდეგ განაცხადა. დეკემბერში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები აქამდე არ მისულან კონსენსუსამდე. სამაგიეროდ, კონსულტაციების დაწყებამ დაძაბულობის გრადუსი დაბლა დაწია და აქციები დროებით შეწყდა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ თუ ხელისუფლებასთან შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ახალი წლიდან კვლავ გამოვლენ ქუჩაში ახალი ძალებით.

საეკლესიო სკანდალი

ოქტომბრის ბოლოს საზოგადოების ყურადღების ცენტრში საქართველოს საპატრიარქო მოექცა, როდესაც წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, მეუფე პეტრე ცაავას მარტვილის მიტროპოლიტის წოდება და სინოდის წევრობა ჩამოერთვა და მოსანანიებლად სხვა მონასტერში გაამწესეს. 

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა - Sputnik საქართველო
მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს

სხდომის დასრულების შემდეგ პეტრე ცაავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ყველაფრის მიზეზი მისი მხილება გახდა, რომლითაც მან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მამათმავლობის მფარველობაში დაადანაშაულა. მან სინოდის გადაწყვეტილებას უპრეცედენტო და უსამართლო უწოდა.

პეტრე ცაავას სკანდალურ გამოსვლებს საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება მოჰყვა. წმიდა სინოდის წევრების თქმით, ქართულ ეკლესიაში მანამდე არასდროს ჰქონია ადგილი პატრიარქის ისეთ შეურაცხყოფას, რისი უფლებაც მეუფე პეტრემ მისცა თავს.

რაც შეეხება თავად პატრიარქს, ილია მეორემ მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ისეთი განსაკუთრებული მღვდელმთავარი, როგორიც მეუფე პეტრე იყო, ესოდენ შეიცვალა.

საბოლოოდ, წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით პეტრე ცაავას მღვდელმსახურება აეკრძალა.

ცოტა ხნის წინ პეტრე ცაავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეიქმნა ონლაინ პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ყოფილი მეუფე აპირებს, სიცრუეში ამხილოს საპატრიარქო.

ქვეყანა არმიის გარეშე 

„ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“, – ეს სიტყვები საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრისას წარმოთქვა, რის გამოც სასტიკი კრიტიკის ობიექტად იქცა და სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა დეკემბრის შუა რიცხვებში. 

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ცილისწამება თუ დამსახურებული კრიტიკა? – საქართველოს პრეზიდენტი მორიგ სკანდალში გაეხვა

ოპოზიციამ პრეზიდენტს არმიის შეურაცხყოფაში დასდო ბრალი და მისგან საჯარო ბოდიშის მოხდა მოითხოვა. უკმაყოფილოები იყვნენ ხელისუფლებაშიც. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „ქართული არმიის წინაშე ყველამ ბოდიში უნდა მოიხადოს“. ხოლო თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სალომე ზურაბიშვილის განცხადება „კატეგორიულად მიუღებლად“ შეაფასა.

მოსაზრება გამოთქვა თბილისის მერმა კახა კალაძემაც. მისი თქმით, პრეზიდენტს მეტი ფიქრი მართებს, როდესაც არმიაზე საუბრობს, მით უმეტეს, რომ ის ქვეყნის მთავარსარდალიცაა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ პრეზიდენტის სიტყვები კონტექსტიდან ამოგლიჯეს და დამახინჯემბული სახით გაავრცელეს. ხოლო ქვეყნის მეთაურის მისამართით კრიტიკას სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციისა და ბულინგის მცდელობა უწოდეს. 

მილიონად ღირებული ნაძვის ხე 

სკანდალური გამოდგა ახალი წლის წინა დღეებიც. ამჯერად ამის მიზეზი ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე გახდა, რომელიც საზეიმო ვითარებაში აინთო პირველი რესპუბლიკის მოედანზე 25 დეკემბერს. ამის შემდეგ სოციალურ ქსელებში მის შესახებ მსჯელობა არ შემწყდარა.

ნაძვის ხე - Sputnik საქართველო
საახალწლო ნაძვის ხის საქმემ პროკურატურაში გადაინაცვლა – ოპოზიციამ სარჩელი შეიტანა

საქმე ისაა, რომ ბევრს ნაძვის ხე ზედმეტად „გამხდარი და გამჭვირვალე“ მოეჩვენა. ზოგის აზრით კი ის არასაკმარისად მორთეს. ახლგაზრდული მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა ნაძვის ხესთან სასუქიც კი მიიტანეს, რომ ის 31 დეკემბრამდე ცოტა „წამოზრდილიყო“. მაგრამ სამართალდამცველებმა აქტივისტები ახალი წლის მთავარ სიმბოლომდე არ მიუშვეს.

სამაგიეროდ კმაყოფილი დარჩა თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც პირადად იმყოფებოდა მილანში საახალწლო ნაძვის ხის შესარჩევად. მისი თქმით, ბუნებრივს მაქსიმალურად მიმსგავსებული ხელოვნური ნაძვის ხის არჩევა — ეს მსოფლიო ტრენდია. უფრო მეტიც, კალაძემ პირობა დადო, რომ მომავალ წელს ნორვეგიიდან ცოცხალ ნაძვის ხეს ჩამოიტანს.

რა დაუჯდება ნორვეგიული ნაძვი თბილისს, ჯერჯერობით უცნობია. აი იტალიურში კი ბიუჯეტიდან დაახლოებით 1 მლნ ლარი გადაიხადეს.

ყველა ახალი ამბავი
0