გავრილოვის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ყველაფერი უკიდურესი რადიკალიზმის ნიშნით მიმდინარეობს, განსაკუთრებით - პოლიტიკაში.

დღესისათვის ნებისმიერ ექსპერტს გაუჭირდება, ახსნას, რატომ იმართებოდა და რა საჭიროებას წარმოადგენდა მართლმადიდებლური კონფერენცია პარლამენტში, ვინ დაგეგმა მისი დღის წესრიგი და აცნობიერებდნენ თუ არა ორგანიზატორები იმ საფრთხეებს, რაც რუსი დეპუტატის, პრინციპში არც თუ ისე ცნობილი და საინტერესო პერსონის სერგეი გავრილოვის პრეზიდიუმში გამოჩენას მოჰყვებოდა.

ამ ამბიდან სულ სამიოდე დღეში სიტუაცია არეულია, პარლამენტის თავმჯდომარე - გადამდგარი, აქციის მონაწილეები - დარბეულ, ნარტყმევ-ნაცემი, უდანაშაულო რიგითი გამვლელი გოგონა - თვალებდათხრილი, მტერი - გახარებული, ემბარგო - გამოცხადებული. ხოლო აქციები რუსთაველზე ისევ გრძელდება. რთული წარმოსადგენია, ერთი უფერული კონფერენციით მეტი მავნებლობის ჩადენა როგორ უნდა მოახერხო.

დრო ალბათ, გვიჩვენებს, ეს არეულობა ტურისტული სეზონის წინ თავისი რთული ეკონომიკური შედეგებით და გართულებული, ძლივს მოგვარებული ურთიერთობებით ვინ დაგეგმა თუ მართლაც პროვოკატორებისა და ბრიყვების შემოქმედებაა.

სერგეი გავრილოვი - Sputnik საქართველო
გავრილოვი განმარტავს: რატომ აღმოვჩნდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში

სრულიად საოცარი იყო პარლამენტის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარის შეცხადებაც, რომ არ იცოდა, ვინ დაიკავებდა მის სავარძელს. უკაცრავად და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოზე ვსაუბრობთ და არა - ქუცნაშვილის ლაუნჯზე.

გავრილოვის ფაქტორმა უკვე გამოიწვია „გავრილოვის ღამე“, რომელსაც ყოველთვის შეახსენებენ ქართული ოცნების ხელისუფლებას.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ 20 ივნისის ღამის გამო ქართულმა ოცნებამ ის მორალური უპირატესობაც დაკარგა, რაც ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში.

ექსპერტები ამბობენ, რომ შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია. ამას უკვე ღიად ითხოვს უმრავლესობის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა კახა ოქრიაშვილი. კრიზისმა აჩვენა, რომ ქართულ ოცნებაში სერიოზული დაპირისპირებაა და ისრები კრიზისების ერთ-ერთი ძლიერი მენეჯერის, გიორგი გახარიასკენ მიდის. გახარიას გადადგომა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა მას მაინც მოუწევს, საზოგადოებას აუხსნას, გასცა თუ არა ბრძანება რეზინის ტყვიების გამოყენებისა და არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ.

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
საპატრიარქო: ეს იყო ხელისუფლების შეცდომა

იმისათვის, რაც მოხდა, მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა უკვე აიღო ხელისუფლებამ. ეხლა დროა, ვიკითხოთ, სად იყვნენ ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც

ხალხს აქციაზე შეკრებისკენ მოუწოდებდნენ. არავის ახსოვს შემთხვევა, ოპოზიციის ლიდერები თავად დაზარალებულიყვნენ ასეთი მოვლენების დროს.

ოპოზიციის ლიდერებმაც უკვე იგრძნეს სტუდენტებისაგან, რომ მათ მიმართ სამართლიანი პროტესტი არსებობს და როგორც მინიმუმ, აქციების დარბევაზე სააკაშვილი

და გიგი უგულავა არ უნდა საუბრობდნენ.

და ბოლოს - ნათქვამია, მტერი ისეთს ვერაფერს დაგაკლებს, როგორც ბრიყვი მოყვარეო. აქციებითა და დემონსტრაციებით ქვეყნის მართვა შეუძლებელია.

სამწუხაროდ, კეთილშობილური ლოზუნგებით რუსთაველზე ქართველი ისევ დაუპირისპირდა ქართველს, ისევ დაიღვარა სისხლი. ამიტომაც პოლიტიკოსთა გონიერება იმით უნდა დაფასდეს, ვინ რა წილ პასუხისმგებლობას იგრძნობს და პროცესებს ქუჩიდან კაბინეტებში გადაიტანს.

 

ყველა ახალი ამბავი
0