გავრილოვი განმარტავს: რატომ აღმოვჩნდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში

© photo: Sputnik / Alexander Natruskin / გადასვლა მედიაბანკშისერგეი გავრილოვი
სერგეი გავრილოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სერგეი გავრილოვის თქმით, მართლმადიდებლობის საერთაშორისო სხდომის ჩაშლა თბილისში წინასწარ დაგეგმილი აქციაა რუსეთთან ურთიერთობის გასამწვავებლად.

თბილისი,  21 ივნისი — Sputnik. მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეაში რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა თბილისში გუშინ დაწყებულ მოვლენებზე ისაუბრა.  

ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და არჩილ თალაკვაძე ქართული ოცნების სხდომაზე - Sputnik საქართველო
დადგება თუ არა კონკრეტული თანამდებობის პირის საკითხი - „ქართულ ოცნებაში“ მსჯელობენ

ქვეყანაში აჟიოტაჟი მას შემდეგ დაიწყო, რაც სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და იქიდან მიმართა შეკრებილებს. ამის შემდეგ ღონისძიება ჩაიშალა და დაიწყო საპროტესტო აქციები. ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას სამშობლოს გამყიდველობაში სდებდა ბრალს, ვინაიდან მათ ქვეყანაში შემოუშვეს და პარლამენტში საპატიო ადგილი დაუთმეს ადამიანს, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას უჭერდა მხარს და ამასთან, მონაწილეობდა აფხეზეთის ომში ქართველების წინააღმდეგ.

გავრილოვის თქმით, საქართველოს პარლამენტის სავარძელში ის ქართულმა მხარემ ჩასვა „მსგავსი ღონისძიებების პროტოკოლის თანახმად“. პოლიტიკოსის თქმით, მანამდე მას არაერთ ქვეყანაში დაუკავებია საპატიო სავარძელი და ამას არასდროს მოჰყოლია პრობლემები.

„გენერალური ასამბლეა მხოლოდ მართლმადიდებლობის  პარლამენტთშორისი ასამბლეის პრეზიდენტს მიჰყავს — ამ შემთხვევაში, მე. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ასეთივე საპატიო ადგილზე ვიჯექი საბერძნეთის, ლიბანისა და სხვა ქვეყნების პარლამენტებში და არანაირი პრობლემა არ ყოფილა. მზად ვარ ვიმუშავო თუნდაც გასაშლელ სკამზე... მე მოკრძალებული ადამიანი ვარ და პატივ−დიდებას არ დავეძებ“, — განაცხადა გავრილოვმა გამოცემა Коммерсантъ−თან საუბრისას.

გარდა ამის, მან სიცრუე და პროვოკაცია უწოდა მედიით გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს აფხაზეთში იბრძოდა.

„კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ არასდროს მიმიღია მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში არც აფხაზეთში და არც სხვა ნებისმიერ ქვეყანაში. არასდროს და არსად მიმიღია მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში, არ მიტარებია იარაღი“, — ხაზი გაუსვა გავრილოვმა.

დაგეგმილი აქცია

სერგეი გავრილოვის თქმით, მართლმადიდებლობის საერთაშორისო სხდომის ჩაშლა თბილისში წინასწარ დაგეგმილი აქციაა რუსეთთან ურთიერთობის გასამწვავებლად.

„ვფიქრობ, ამ აქციის ამოცანა რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვა, ამ ურთიერთობის შესაძლო გაუმჯობესების დაბლოკვა, საქართველოს მართლმადიდებლურ ფასეულობებზე შეტევა იყო. მიმაჩნია, რომ ეს წინასწარ მოფიქრებული აქცია იყო“, — ამბობს გავრილოვი. 

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
უსუფაშვილი: ოცნება შესაცვლელია, მაგრამ არა ნაციონალური მოძრაობით

მისი თქმით, აქციას სხვებთან ერთად მართავდნენ ინგლისურენოვანი ინსტრუქტორებიც, ხოლო მომიტინგეეებს წინასწარ მომზადებული პლაკატები და ლოზუნგები ჰქონდათ. ასამბლეის სხდომა კი უბრალოდ საბაბად გამოიყენეს გამოსვლების დასაწყებად.

დუმის დეპუტატას მიაჩნია, რომ თბილისში მოწყობილი არეულობა მმართველ პარტიაზე მიტანილი დარტყმაა.

„ეს დარტყმაა თავად ხელისუფლებაზე და იმ ნდობაზე, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა ამჟამინდელი მმართველი კოალიციისადმი იჩენს“, — ამბობს გავრილოვი.

ამასთან დეპუტატი აღნიშნავს, რომ რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების, ტურიზმის, კულტურული სფეროს განვითარებით და სწორედ „ამას უნდა მომსახურებოდა დეპუტატების ვიზიტი — ურთიერთობების მართლმადიდებლურ საფუძველზე განვითარებასა და განმტკიცებას“.

„ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ეკლესიაზე უდიდესი ზეწოლა ხორციელდება ექსტრემისტების მხრიდან. გვსურდა სოლიდარობა გამოგვეცხადებინა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისა და ქართული საზოგადოებისთვის“, — დაამატა გავრილოვმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0