თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უძღვება, იუწყება პარტიის პრეს-სამსახური.
პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ოფისში იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელმაც აზერბაიჯანში ვიზიტი შეწყვიტა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები.
სხდომაზე გუშინ, პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელებენ. დადგება თუ არა კონკრეტული თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი, უცნობია.