მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს

© photo: Paata Kurdovanidze / FBჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა
ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სინოდის დღევანდელ სხდომაზე განხილვის მთავარი თემა მეუფე იაკობის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული სკანდალური განცხადება იყო.

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს, აღნიშნული განცხადება მეუფე პეტრემ სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან თავად გააკეთა.

საპატრიარქო - Sputnik საქართველო
წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომა 31 ოქტომბერს გაიმართება

მისი განცხადებით, აღნიშნულის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ მან პატრიარქი ამხილა. 

საქართველოს საპატრიარქოს სინოდის დღევანდელ სხდომაზე განხილვის მთავარი თემა მეუფე იაკობის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული სკანდალური განცხადება იყო, რომლის თანახმადაც გიორგი კვირიკაშვილი, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია მას პატრიარქის ჩამოშორებაზე „ეჩალიჩებოდნენ“. მეუფემ ამ კონტექსში მეუფე პეტრეც მოიხსენია და აღნიშნა, რომ პატრიარქის ჩამოშორებას დამოუკიდებლად ცდილობდნენ დეკანოზი გიორგი მამალაძე და მეუფე პეტრე.

ყველა ახალი ამბავი
0