ვარძია-ხერთვისი-ოლოდა შეიძლება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანონ

გამოწერა
ვარძია-ხერთვისი-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის ნუსხაში შეტანა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისთვის გარანტიაა იმისა, რომ გაიზრდება ტურისტების ნაკადი, ასევე დაფინანსებისა და დაცვის დამატებითი ზომები.

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. ვარძია–ხერთვისი–ოლოდას კულტურული ლანდშაფტი შეიძლება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტების პრეტენდენტების ნუსხაში ჩართონ, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხადებაში.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისთვის იუნესკოს ნუსხაში შეტანა გარანტიაა იმისა, რომ გაიზრდება ტურისტების ნაკადი, გაჩნდება ასევე დაფინანსებისა და დაცვის დამატებითი ზომები.

იუნესკო-ს შტაბ-ბინა - Sputnik საქართველო
ქართული ხორბალი იუნესკო-ს ნუსხაში წარადგინეს

ნომინანტები დაყოფილია კატეგორიებად: ბუნებრივი, კულტურული და შერეული ობიექტები.

ვარძია-ხერთვისის კულტურული ლანდშაფტი საქართველომ მსოფლიო მემკვიდრეობის „წინასწარულ“ ნუსხაში 1999 წელს წარადგინა. მაშინ იუნესკომ ქართულ მხარეს მართვის ინსტრუმენტების გაძლიერების რეკომენდაციები მისცა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გასულ ხუთ წელიწადში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, კერძო საქველმოქმედო ფონდებისა და საერთაშორისო ინსტიტუციების დაფინანსებით განცხორციელდა მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო და ინფრასტრუქტურული ღონისძიებები. საქართველომ გადაწყვიტა, ობიექტი ხელახლა წარადგინოს.

იუნესკო - Sputnik საქართველო
იუნესკო: მსოფლიოს მკვიდრი ენები შეუჩერებლად ქრება

წელს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მართვის გაუმჯობესების ქმედებებში აქტიურად ჩაერთო. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საერთაშორისო ინსტიტუტის პროგრამას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე უკვე მიღწეულია მნიშვნელოვანი შედეგები, რომელთაგან აღსანიშნავნია მუზეუმ-ნაკრძალების თანამშრომლების ეკიპირების, კვალიფიკაციის ამაღლების, ვიზიტორთა ცენტრების საინფორმაციო-შემეცნებითი მულტიმედიური აპარატურით აღჭურვის პროექტები.

იუნესკოს წარმომადგენელი: ქართველ ექსპერტებს ნოტრ-დამის აღდგენა შეუძლიათ>>

USAID-ს საერთაშორისო ექსპერტმა ლუიზა დე მარკომ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ და განათლების მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა ერთად წარადგინეს ობიექტ Road Map-ის გზების მარშრუტისა და სატრანსპორტო კავშირების პროექტი, რომელშიც შევიდა ვარძია-ხერთვისი-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის მართვისა და დაცვის მექანიზმები. სავარაუდოდ, ეს ზომები ობიექტს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტების ნუსხაში შეტანაში დაეხმარება.

ყველა ახალი ამბავი
0