ლავროვი: რუსეთი აშშ-ის სანქციებს პასუხს გასცემს

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკში გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა
 გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაშინგტონის მოთხოვნაზე მილსადენების - „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ და „თურქეთის ნაკადი“  მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

თბილისი, 22 დეკემბერი - Sputnik. რუსეთი პასუხს გასცემს ახალ ამერიკულ სანქციებს, მათ შორის შესაძლო სანქციებს გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი ლავროვმა გადაცემაში „დიდი თამაში“ პირველ არხზე.

მილსადენების „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ და „თურქეთის ნაკადი“ წინააღმდეგ ამერიკული სანქციები შევიდა ძალაში და აშშ-მა მილსადენის გამყვანი კომპანიებისგან სამუშაოების შეჩერება მოითხოვეს. კომპანია Allseas-მა, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილების გაყვანით არის დაკავებული, მუშაობა უკვე შეაჩერა.

„სანქციებს ვუპასუხებთ, თუმცა ისე, რომ საკუთარი თავი არ დავაზარალოთ. მაგრამ პასუხს აუცილებლად გავცემთ. და, რა თქმა უნდა, ამას გავითვალისწინებთ ყველა ჩვენი ურთიერთობების დამყარებისას“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ლავროვის თქმით, მისთვის აშშ-ის გადაწყვეტილება შესაძლო ახალი სანქციების შესახებ - „რთულად აღქმადი სიტუაციაა“, რადგან უმრავლესობა კონგრესმენს, წარმომადგენელთა პალატის წევრს, სენატორს, განსაკუთრებით აშშ-ის დემოკრატიული პარტიიდან, ან დაუსწრებლად, ან პირადად იცნობდა.

გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ - Sputnik საქართველო
კრემლში აცხადებენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მაინც დასრულდება

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ პოლიტიკოსები მიიღებდნენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც სერიოზულ პოლიტიკურ მოღვაწეებს ღირსებას არ მატებს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენის ორი ტოტის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელთა საერთო სიმძლავრე წელიწადში 55 მლრდ კუბური მეტრი გაზი იქნება რუსეთის სანაპიროებიდან გერმანიამდე — ბალტიის ზღვის გავლით. 

„გაზპრომმა“ ადრე არაერთხელ განაცხადა, რომ მისი ბოლომდე მიყვანა 2019 წელს იგეგმება. პროექტის წინააღმდეგ აქტიურად გამოდის უკრაინა, რომელსაც რუსული გაზის ტრანზიტიდან მიღებული შემოსავლების დაკარგვისა ეშინია. ასევე წინააღმდეგები არიან პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და აშშ, რომლებიც ევროკავშირში საკუთარი თხევადი აირის დაწინაურებას ახორციელებენ. ისინი აღნიშნულ პროექტს პოლიტიკურს და ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველს უწოდებენ.

გერმანია აშშ-ს მოუწოდებს, უარი თქვას „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ წინააღმდეგ სანქციებზე >>

რუსულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ აბსოლუტურად კომერციული და კონკურენტული პროექტია და მიუთითებდა, ის არ ითვალისწინებს ევროკავშირის ქვეყნებში უკრაინის გავლით რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტის შეწყვეტას.

ყველა ახალი ამბავი
0