კრემლში აცხადებენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მაინც დასრულდება

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიგაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“
გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის სენატმა სამშაბათს ხმა მისცა ქვეყნის თავდაცვით ბიუჯეტს 738 მლრდ დოლარის მოცულობით, რომელშიც გათვალისწინებულია სახსრები „რუსეთის საწინააღმდეგო ქმედებებისთვის“ სხვადასხვა სფეროში.

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი, აშშ-ის სანქციების მიუხედავად, მაინც დასრულდება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.  

Pioneering Spirit-ს გაზსადენი გაჰყავს შვედეთის წყლებში - Sputnik საქართველო
გერმანია აშშ-ს მოუწოდებს, უარი თქვას „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ წინააღმდეგ სანქციებზე

ასე უპასუხა პესკოვმა შეკითხვას, შეაჩერებს თუ არა აშშ-ის სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტის რეალიზაციას. 

„ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ეს პროექტი დასრულდება“, — თქვა მან. 

აშშ-ის სენატმა სამშაბათს ხმა მისცა ქვეყნის თავდაცვით ბიუჯეტს 738 მლრდ დოლარის მოცულობით, რომელშიც გათვალისწინებულია სახსრები „რუსეთის საწინააღმდეგო ქმედებებისთვის“ სხვადასხვა სფეროში, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის საწინააღმდეგო სანქციები და უკრაინისთვის სამხედრო დახმარება. ახლა დოკუმენტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უნდა გადაეცეს ხელმოსაწერად, რომელმაც უკვე განაცხადა, რომ მზადაა, დაუყოვნებლად მოაწეროს მას ხელი. 

პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენის ორი ტოტის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელთა საერთო სიმძლავრე წელიწადში 55 მლრდ კუბური მეტრი გაზი იქნება რუსეთის სანაპიროებიდან გერმანიამდე — ბალტიის ზღვის გავლით. მისი დასრულება 2019 წელს იგეგმება. პროექტის წინააღმდეგ აქტიურად გამოდის უკრაინა, რომელსაც რუსული გაზის ტრანზიტიდან მიღებული შემოსავლების დაკარგვისა ეშინია. ასევე წინააღმდეგები არიან პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და აშშ. ისინი პროექტს პოლიტიკურად აფასებენ და მიაჩნიათ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ საფრთხეს უქმნის ევროპის ენერგოუსაფრთხოებას. რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ პროექტი აბსოლუტურად კომერციული და კონკურენტულია, და მიუთითებდა, რომ ის არ ითვალისწინებს რუსული გაზის ევროკავშირში უკრაინის გავლით ტრანზიტის შეწყვეტას.

ყველა ახალი ამბავი
0