მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გერმანია აშშ-ს მოუწოდებს, უარი თქვას „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ წინააღმდეგ სანქციებზე

© photo: courtesy of 2019 Nord Stream 2Pioneering Spirit-ს გაზსადენი გაჰყავს შვედეთის წყლებში
Pioneering Spirit-ს გაზსადენი გაჰყავს შვედეთის წყლებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე აშშ-ის კონგრესმა მოიწონა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტში რუსული გაზსადენების, „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ისა“ და „თურქული ნაკადის“ მიმართ სანქციების შეტანა.

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა აშშ-ს მიმართა თხოვნით, არ მიიღოს ბიუჯეტი, რომელიც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მიმართ სანქციებს ითვალისწინებს. 

„ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მონაკვეთი  - Sputnik საქართველო
„კაპიტულაცია ამერიკასთან“ – ბუნდესტაგში მიაჩნიათ, რომ გერმანია აშშ-ს დანებდა

მანამდე აშშ-ის კონგრესმა მოიწონა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტში რუსული გაზსადენების, „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ისა“ და „თურქული ნაკადის“ მიმართ სანქციების შეტანა. ახლა დოკუმენტი სენატმა უნდა დაამტკიცოს და პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი. 

მაასი იმედოვნებს, რომ ამ გადაწყვეტილების შეჩერება შესაძლებელია.

„ჩვენ ეს მიუღებლად მიგვაჩნია, ვინაიდან ეს არის ევროპის ავტონომიურ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა“, — განაცხადა მინისტრმა Handelsblatt-ან ინტერვიუში.

ჰაიკო მაასის თქმით, ბერლინი და ვაშინგტონი აღნიშნულთან დაკავშირებით მუდმივი დიალოგის რეჟიმში იმყოფებიან. 

პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენის ორი ტოტის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელთა საერთო სიმძლავრე წელიწადში 55 მლრდ კუბური მეტრი გაზი იქნება რუსეთის სანაპიროებიდან გერმანიამდე — ბალტიის ზღვის გავლით. მისი დასრულება 2019 წელს იგეგმება. პროექტის წინააღმდეგ აქტიურად გამოდის უკრაინა, რომელსაც რუსული გაზის ტრანზიტიდან მიღებული შემოსავლების დაკარგვისა ეშინია. ასევე წინააღმდეგები არიან პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და აშშ. ისინი პროექტს პოლიტიკურად აფასებენ და მიაჩნიათ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ საფრთხეს უქმნის ევროპის ენერგოუსაფრთხოებას. რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ პროექტი აბსოლუტურად კომერციული და კონკურენტულია, და მიუთითებდა, რომ ის არ ითვალისწინებს რუსული გაზის ევროკავშირში უკრაინის გავლით ტრანზიტის შეწყვეტას.

ყველა ახალი ამბავი
0