ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს ბრალი წარედგინა

© The First Channel შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს - ტატო ღარიბაშვილს და გიორგი სოლოღაშვილს ბრალი დაუმძიმდათ

თბილისი, 22 დეკემბერი - Sputnik. ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის წარედგინა, სამს კი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციის განყოფილება - Sputnik საქართველო
ადვოკატები გამსახურდიას საქმეზე: ერთ-ერთი დაკავებული მისი ბავშვობის მეგობარია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია თბილისის ცენტრში 19 დეკემბერს საღამოს დაჭრეს. თვითმხილველების თქმით, ცოტნეს რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს, როდესაც ის სახლიდან გამოვიდა. ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ამ დრომდე ექიმები მის მდგომარეობას აფასებენ როგორც მძიმეს. ღამით გამსახურდიას ორი ოპერაცია ჩაუტარდა. ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ მომხდარიდან მეორე დღეს ხუთი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, კვალიფიკაცია დაზუსტდა და დაკავებულთაგან ორ პირს - ტატო ღარიბაშვილსა და გიორგი სოლოღაშვილს ბრალდება დაუმძიმდათ. მათ ბრალი სსკ-ის 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ხოლო დანარჩენ სამ პირს - პეტრე ყუფარაძეს, თორნიკე ქვათაძეს და კახა ჩხეტიანს ბრალი წარედგინათ სსკ-ის 376-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. სოლოღაშვილის ადვოკატის თქმით, ის ბრალის ფორმულირებას ეთანხმება და ბრალს სრულად აღიარებს.

„კატეგორიულად არ ვეთანხმები“ - გამსახურდიას მეუღლეს გამოძიების ვერსიის არ სჯერა >>

ყველა ბრალდებული პირი ცოტნეს მეზობელია ან უბნელი, ხოლო ყუფარაძე მისი ბავშვობის მეგობარია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე.

ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0