„კატეგორიულად არ ვეთანხმები“ - გამსახურდიას მეუღლეს გამოძიების ვერსიის არ სჯერა

© Sputnik / Levan Avlabreliცოტნე გამსახურდია
ცოტნე გამსახურდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახუდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ხუთი პირია დაკავებული

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახუდიას მეუღლეს, ანა ჯაბაურს არ სჯერა გამოძიების ვერსიის, თითქოს მის ქმარს მძიმე ჭრილობები ერთმა ადამიანმა მიაყენა.

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა >>

გუშინ შსს-მ განაცხადა ერთი პირის ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხოლო ოთხი პირის - დანაშაულის შესახებ შეუტყობინებლობის დაკავების შესახებ. გამოძიების მონაცემებით, თავდასხმა მოხდა ჩხუბის შემდეგ, როდესაც ცოტნემ ამჟამად მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს შეურაცხყოფა მიაყენა.

პოლიციის განყოფილება - Sputnik საქართველო
ადვოკატები გამსახურდიას საქმეზე: ერთ-ერთი დაკავებული მისი ბავშვობის მეგობარია

„კატეგორიულად არ ვეთანხმები ვერსიას, რომ ერთი ადამიანი დაესხა თავს ცოტნეს და ოთხი იქ მოწმედ იმყოფებოდა. შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, რომ ის წავიდა მეზობლის გარდაცვლილი ძმის დაბადების დღეზე და შემიძლია, დადასტურებით გითხრათ, რომ კართან დახვდნენ, როდესაც მეორეჯერ გავიდა სახლიდან, კართან თავს დაესხნენ ეს არსებები... თითქოს უკვე დადასტურებულია, რომ ერთი კაცი თავს დაესხა და ოთხი მოწმედ იმყოფებოდა. მათ განმარტეს, რომ ეს იყო პირველადი ვერსია, რომელიც შეიძლება, შეიცვალოს და აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ცოტნეს მრავლობითი, სხვადასხვა საგნით მიყენებული ჭრილობები აქვს სხვადასხვა არეში, როგორ, ერთ ადამიანს ერთ ხელში დანა ეჭირა, მეორეთი ურტყამდა და მესამეთი კიდევ ბლაგვი საგანი? მეორეც – ცოტნე იყო ძალიან ძლიერი, ვარჯიშობდა ბევრს, ფიზიკურადაც ჯანმრთელი იყო და მას ვერც ერთი და ვერც ორი ადამიანი მოერეოდა“, - განაცხადა ჯაბაურმა.

ცოტნეზე თავდასხმა ხუთშაბათს მოხდა. თვითმხილველების თქმით, როდესაც ის სახლიდან გამოვიდა, მას რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს.

ცოტნეს იმდენად მძიმე ჭრილობები აქვს მიყენებული, რომ მას ორი უმძიმესი ოპერაცია დასჭირდა. არ არის გამორიცხული, რომ კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდეს.

ექიმების განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ვაჟის მდგომარეობა კვლავ ძალიან მძიმეა, მაგრამ იმედისმომცემია ის, რომ გართულებები არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0