რუსეთის პრეზიდენტმა ესტონეთის ხელისუფლების ქმედებებს გასაოცარი ცინიზმი უწოდა

© photo: Sputnik / Alexey Nikolskiy / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ლიდერს მიაჩნია, რომ ჟურნალისტებმა აუცილებლად უნდა მიაღწიონ მუშაობის შესაძლებლობას იმ ქვეყნებში, სადაც ეს გართულებულია

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ტრადიციული დიდი პრესკონფერენციისას კომენტარი გააკეთა Sputnik ესტონეთის ჟურნალისტებზე ზეწოლასთან დაკავშირებით. 

მარგარიტა სიმონიანი - Sputnik საქართველო
„მოვედით!“ - სიმონიანმა ესტონეთის ხელისუფლების მუქარა შეაფასა

გუშინ ცნობილი გახდა, რომ Sputnik ესტონეთის თანამშრომლებმა მიიღეს წერილები პირდაპირი მუქარით მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ 2020 წლის 1 იანვრამდე არ გაწყვეტენ თანამშრომლობას Россия сегодня-სთან. აღნიშნული ქმედებების საფუძვლად სახელდება სანქციები, რომლებიც ევროკავშირმა 2014 წლის 17 მარტს დააწესა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. 

„სამწუხაროდ, ჩვენ ცოტა რამის გაკეთება თუ შეგვიძლია... როცა ამგვარი თემები მესმის, ძალიან მიკვირს. იმიტომ რომ გამუდმებით ცდილობენ ჩვე ნ დადანაშაულებას, მათ შორის, თავისუფალ მედიასაშუალებებზე ზეწოლაში. არადა, თვითონ აკეთებენ იმას, რასაც ჩვენ გვაბრალებენ. ეს, რა თქმა უნდა, გასაოცარი ცინიზმია“, — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმირ პუტინის აზრით, აუცილებელია მიიღწეს იმ ქვეყნებში მუშაობის შესაძლებლობა, რომლებშიც ეს გართულებულია: შესაძლოა იქ „ეშინიათ იმ ინფორმაციისა და ზეგავლენისა, რომელიც შესაძლოა ადამიანების გონებაზე მოხდეს“.

რუსეთის ლიდერი დარწმუნებულია, რომ ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება თანამედროვე დემოკრატიული სამყაროს ერთ-ერთი ფუნდამენტური თავისუფლებაა. 

Sputnik-ის ბანერი - Sputnik საქართველო
Sputnik Estonia-ს თანამშრომლებს სისხლის სამართლის დევნით ემუქრებიან

საერთაშორისო საინფორმაციო მედიაჯგუფ Россия сегодня-სა და ტელეარხ RT-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა უკვე გადაუხადა მადლობა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დმიტრი პესკოვს იმისთვის, რომ მან Sputnik ესტონეთის  კორესპონდენტს აზრის გამოთქმის შესაძლებლობა მისცა. „მადლობა პესკოვს, რომ საშუალება მოგვცა გვეკითხა ესტონეთის შესახებ, სადაც პოლიცია ჩვენს ჟურნალისტებს დაპატიმრებით ემუქრება იმისთვის, რომ ისინი ჩვენი ჟურნალისტები არიან“, — დაწერა სიმონიანმა საკუთარ Telegram-არხზე.

მანამდე Россия сегодня-ს პრესსამსახურმა ესტონეთის ხელისუფლების ქმედებებს „გაუგონარი თვითნებობა“ უწოდა და პირობა დადო, რომ გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს, იუნესკოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავდა მოთხოვნით, შეფასება მიეცეს სიტყვის თავისუფლების დარღვევის ამ უპრეცედენტო ფაქტს, და ამასთან, გატარდეს ზომები ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულების უფლების მისაცემად.


ყველა ახალი ამბავი
0