მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„მოვედით!“ - სიმონიანმა ესტონეთის ხელისუფლების მუქარა შეაფასა

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიმარგარიტა სიმონიანი
მარგარიტა სიმონიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარგარიტა სიმონიანმა კომენტარი გააკეთა Sputnik-ის ჟურნალისტების მიმართ ესტონეთის ხელისუფლების მუქარაზე

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ევროპულმა ორგანიზაციებმა, რომლებიც სიტყვის თავისუფლებაზე აგებენ პასუხს, თვითდაშლა უნდა გამოაცხადონ, თუ ესტონეთის ხელისუფლება არ შეწყვეტენ მუქარას Sputnik-ის ჟურნალისტების მიმართ, მიაჩნია საერთაშორისო მედიაჯგუფ Россия сегодня-სა და ტელეარხ RT-ს მთავარ რედაქტორ მარგარიტა სიმონიანს. 

ტალინი, ესტონეთი - Sputnik საქართველო
მასმედიის პრობლემები ესტონეთში: გაყინული საბანკო ანგარიშები და გადაუხდელი ხელფასები

გუშინ ცნობილი გახდა, რომ Sputnik ესტონეთის თანამშრომლებმა მიიღეს წერილები პირდაპირი მუქარით მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ 2020 წლის 1 იანვრამდე არ გაწყვეტენ თანამშრომლობას Россия сегодня-სთან. აღნიშნული ქმედებების საფუძვლად სახელდება სანქციები, რომლებიც ევროკავშირმა 2014 წლის 17 მარტს დააწესა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

„მოვედით! ესტონეთში ოფიციალურად ემუქრებიან ჩვენს ჟურნალისტებს ციხით, თუ ისინი ახალ წლამდე სამსახურიდან არ წავლენ. თუ ამ ქვეყნის ხელისუფლებას არ შეაჩერებენ, მაშინ ეუთოს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და კიდევ მათ, ვინც ევროპაში პასუხს აგებს სიტყვის თავისუფლებაზე, ვურჩევ, თვითდაშლა გამოაცხადონ“, — დაწერა სიმონიანმა საკუთარ Telegram-არხზე.

Россия сегодня-ს პრესსამსახურში მანამდე ესტონეთის ხელისუფლების ქმედებებს აშკარა თვითნებობა უწოდეს და პირობა დადეს, რომ აუცილებლად მიმართავდნენ გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს, იუნესკოსა და ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს მოთხოვნით, რათა შეფასება მისცემოდა სიტყვის თავისუფლების დარღვევის ამ უპრეცედენტო შემთხვევას და მიეღოთ ზომები ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლების დასაცავად.

ყველა ახალი ამბავი
0