„ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“: გურიაში ხმაური და დაპირისპირება იყო

© Sputnik / Shota Nozadzeალეკო ელისაშვილი აქციაზე
ალეკო ელისაშვილი აქციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„სამოქალაქო მოძრაობის” წევრებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბიუროზე სტიკერები „მაჟორიტარი ფეოდალია“ გააკრეს

თბილისი, 15 დეკემბერი - Sputnik. ჩოხატაურის ბაზარში ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობის” წევრების კამპანია „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“ ხმაურის ფონზე გაიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა თანამოაზრეებთან ერთად კამპანიის „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“ ფარგლებში, გურიის მაჟორიტარის, ნინო წილოსანის შესახებ ბუკლეტები დაარიგა.

„სცენარი ყველა რეგიონში ერთნაირია. მაჩვენონ თუნდაც ერთი საქმე წურბელა დეპუტატების გაკეთებული, დავიხურავ ქუდს, მოვიხდი ბოდიშს და წავალ. საქმე იმაშია, რომ ვერაფერს მაჩვენებენ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი - Sputnik საქართველო
„ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“: ბოდბისხევის ბაზართან დაპირისპირება მოხდა

ალეკო ელისაშვილს ჩოხატაურის საკრებულოს წევრები, „ქართული ოცნების” მხარდამჭერები და ბაზრის დირექტორი დაუპირისპირდნენ. მათი თქმით, დეპუტატის მუშაობით კმაყოფილები არიან,  ხოლო ელისაშვილის ბრალდებები უსაფუძვლო და ცილისმწამებლურია.

მოგვიანებით, „სამოქალაქო მოძრაობის” წევრებმა ოზურგეთშიც გადაინაცვლეს და იმ ადმინისტრაციულ შენობაზე, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მაჟორიტარული ბიუროა განთავსებული, სტიკერები „მაჟორიტარი ფეოდალია“ გააკრეს.

ადმინისტრაციული შენობის კარზე გაკრული სტიკერების მოხსნას მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი შეეცადა, რისი საშუალებაც „სამოქალაქო მოძრაობის” წევრებმა არ მისცეს.

ივანიშვილი: ოპოზიციას არ მოვექცევით ისე, როგორც ის იმსახურებს >>

ინციდენტი მალევე განიმუხტა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნებული საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევებით, ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობას“ მოსახლეობის 3% უჭერს. „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის“ პრეზენტაცია 2018 წლის 7 დეკემბერს შედგა.

ყველა ახალი ამბავი
0