„ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“: ბოდბისხევის ბაზართან დაპირისპირება მოხდა

© Sputnik / Alex Shlamovალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავების ფაქტს არ ადასტურებს. მათი ინფორმაციით, ინციდენტისას ერთი პირი შემთხვევის ადგილს განარიდეს

თბილისი, 24 ნოემბერი - Sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოდბისხევის ბაზართან „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს სიღნაღის მუნიციპალიტეტის „ქართული ოცნების“ აქტივისტები და საკრებულოს დეპუტატები დაუპირისპირდნენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
IRI-ს კვლევები თვალის ერთი გადავლებით – რაზე მიუთითებს სოციოლოგია

გავრცელებული ინფორმაციით, ელისაშვილს კამპანია „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარების“ ჩატარების საშუალება არ მისცეს.

მოძრაობის თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ნინო გოგოლაშვილის განცხადებით, მას საკრებულოს დეპუტატმა ილია ბაიფიშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ იგი დააკავა.

„არ გვაძლევდნენ მოსახლეობასთან შეხვედრის საშუალებას. ახლა პოლიცია გვიცავს და შეხვედრას ვატარებთ, ინციდენტი ამოიწურა და ვფიქრობთ, ხალხთან შეხვედრის ჩატარებასა და საუბარში ხელი აღარ შეგვეშლება“, – განაცხადა გოგოლაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავების ფაქტს არ ადასტურებს. მათი ინფორმაციით, ინციდენტისას ერთი პირი შემთხვევის ადგილს განარიდეს.

ალეკო ელისაშვილის ახლადშექმნილ მოძრაობასთან IRI ითანამშრომლებს >>

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევებით, ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობას“ მოსახლეობის 3% უჭერს. „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის“ პრეზენტაცია 2018 წლის 7 დეკემბერს შედგა.

ყველა ახალი ამბავი
0