ივანიშვილი: ოპოზიციას არ მოვექცევით ისე, როგორც ის იმსახურებს

© Sputnik / Shota Nozadzeბიძინა ივანიშვილი მხარდამჭერთა მიტინგზე
ბიძინა ივანიშვილი მხარდამჭერთა მიტინგზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ცენტრში შაბათს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მომხრეთა მრავალათასიანი აქცია გაიმართა

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. დიდია ცდუნება, ვუპასუხოთ ოპოზიციას ისე, როგორც ის იმსახურებს, მაგრამ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, თბილისის ცენტრში ათი ათასობით ადამიანების წინაშე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა - "ქართული ოცნების" აქცია თბილისის ცენტრში >>

ბოლო დროს საქართველო ოპოზიციის გამოსვლებმა მოიცვა. დაახლოებით 30 ოპოზიციური პარტია გაერთიანდა და პერმანენტული საპროტესტო აქციები დაიწყო. პოლიტიკურმა დაპირისპირებამ გამოიწვია საერთაშორისო საზოგადოებრიობის ჩარევა, რომლის ზეწოლით დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკებათა მაგიდასთან მიუსხდნენ.

„დიდია ცდუნება, უპასუხო მათ (ოპოზიციას - რედ.) ისე, როგორც იმსახურებენ, მაგრამ, მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდი „ქართული ოცნება“, ვრჩებით 2012 წლის იდეალების ერთგულად, მათ ახლაც მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ხალხი და ჩვენი დიდი კულტურა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, მმართველი პარტია ღირსეულად და ცივილიზებულად იმოქმედებს.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“  მხარდამჭერთა მიტინგი - Sputnik საქართველო
თბილისის ცენტრი პარალიზებულია: აქციაზე „ქართული ოცნების“ ათი ათასობით მომხრე მივიდა

„ჩვენ ყველა სიძნელეს დავძლევთ, ჩვენ ქვეყანასაც გავამთლიანებთ და ეკონომიკასაც ავაღორძინებთ. რაც მთავარია, ისე ვივლით ამ გზაზე, რომ ადამიანი დარჩება მთავარ ღირებულებად და ჩვენს აგრესიულ ოპონენტებსაც კი, მალე, როდესაც ისინი თავად დარწმუნდებიან სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული პოლიტიკის უპერსპექტივობაში, მათაც ქვეყნის სამსახურში ჩავაყენებთ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

შაბათს მოქმედმა ხელისუფლებამ თავისუფლების მოედანზე მხარდამჭერები შეკრიბა. მათ ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობა იზეიმეს.

„ქართული ოცნების“ აქცია ოპოზიციური პარტიების უწყვეტი საპროტესტო აქციების ფონზე იმართება, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ახლებური სისტემით ჩატარებას მოითხოვენ.

ყველა ახალი ამბავი
0