აკაკი ზოიძე პარლამენტს ტოვებს

© photo : Kaki Zoidze / FBაკაკი ზოიძე
აკაკი ზოიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკურ ტაიმ-აუტს იღებდა და საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებდა.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალური კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პარლამენტს და პოლიტიკას ტოვებს.

აკაკი ზოიძე ამის შესახებ საკუთარ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერს.

დეპუტატების ჯგუფმა „ქართული ოცნება" ოფიციალურად დატოვა>>

„იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკა ჩემთვის ყოველთვის იყო მხოლოდ საშუალება მიზნის მისაღწევად – ანუ ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის სასიკეთო საქმეების საკეთებლად, ხოლო ნეგატიური პოლიტიკური დღის წესრიგის პირობებში პოზიტიური რეფორმების გატარება, ჩემი აზრით, ნაკლებ სავარაუდოა, ჩემ ადგილს დღევანდელ საჯარო, პარტიულ პოლიტიკაში და, შესაბამისად, პარლამენტში ვეღარ ვხედავ", – წერს ზოიძე.

აკაკი ზოიძე - Sputnik საქართველო
რეფერენდუმი ან პარტიის დატოვება – აკაკი ზოიძემ „ქართულ ოცნებას“ ულტიმატუმი წაუყენა

მისი განცხადებით, პოლიტიკური პროცესი მკვეთრად პოლარიზებულია, რაშიც თავის წილ პასუხისმგებლობასაც გრძნობს.

„პასუხისმგებლობას, უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ ვერ შევძელით კოლეგების ნაწილის დარწმუნება, რომ მიუხედავად გარკვეული რისკებისა, 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა პოლიტიკის კონსტრუქციულ კალაპოტში გადასვლას და ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნებას უზრუნველყოფდა, ისევე, როგორც მტკიცედ მჯერა, რომ ამავე შედეგს მოგვიტანდა ამ თემაზე რეფერენდუმის, ან პლებისციტის ჩატარება, რაშიც ასევე ვერ შევძელი ჩემი თანაგუნდელების დარწმუნება", – წერს ზოიძე.

პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკურ ტაიმ-აუტს იღებდა და საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებდა.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საპარლამენტო თანამდებობებზე უარი განაცხადეს>>

რამდენიმე დღის წინ ზოიძემ 2020 წელს პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარება ითხოვა.

ყველა ახალი ამბავი
0