ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საპარლამენტო თანამდებობებზე უარი განაცხადეს

© photo: Sputnik / Stringerდეპუტატები სხდომათა დარბაზში
დეპუტატები სხდომათა დარბაზში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციონერი დეპუტატები მონაწილეობას არ მიიღებენ კომიტეტების მუშაობაში, თუმცა დეპუტატის მანდატებზე ჯერჯერობით უარს არ ამბობენ.

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. დეპუტატებმა ოპოზიციური პარტიიდან „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" საქართველოს პარლამენტში დაკავებული თანამდებობები დატოვეს. მათ შესაბამისი განცხადებით საკანონმდებლო ორგანოს მიმართეს.

სერგი კაპანაძემ დატოვა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, ასევე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი. დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ დატოვა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ოპოზიცია მთელი სახელმწიფოს ბლოკირებას გეგმავს

გარდა ამისა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი დატოვეს ლაშა დამენიამ და ლელა ქებურიამ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი – ირაკლი აბესაძემ და ოთარ კახიძემ. კახიძემ ასევე დატოვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი.

ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადება საპარლამენტო კომიტეტების დატოვების შესახებ ბიურომ ხუთშაბათს მიიღო.

ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ. ისინი აქციებში მონაწილეობენ, რომლებიც 14 ნოემბრიდან არ წყდება თბილისში. სწორედ ამ დღეს პარლამენტმა ჩააგდო შესწორებების მიღება კონსტიტუციაში, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას უკვე პროპორციული სისტემით ითვალისწინებდა.

დეპუტატების ჯგუფმა „ქართული ოცნება" ოფიციალურად დატოვა>>

ბოლო პერიოდში საარჩევნო რეფორმის ჩავარდნის გამო საპარლამენტო უმრავლესობა და თანამდებობები 12-მა დეპუტატმა დატოვა.

ყველა ახალი ამბავი
0