„მოემზადეთ არჩევნებისთვის" – წულუკიანმა მომიტინგეებს მიმართა

© photo: Sputnik / Stringerთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ ყოფილმა მმართველმა პარტიამ, რომელიც თბილისში მიტინგებს მართავს, თავისი მოქმედებებით საკუთარი ნამდვილი სახე აჩვენა.

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოპოზიციას მოუწოდა, თავისი ძალები არა საპროტესტო აქციაზე, არამედ არჩევნებისთვის მზადებაზე მიმართოს.

საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკებებს გამართავენ დიპლომატების მონაწილეობით>>

საპროტესტო აქციები თბილისში 14 ნოემბრიდან არ წყდება, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ხელისუფლების მიერ დაპირებული შესწორებები ვერ მიიღო კონსტიტუციაში, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკვე 2020 წლისთვის ითვალისწინებდა.

„მოემზადეთ არჩევნებისთვის, ხალხი იტყვის თავის სათქმელს. 2020 წელს საქართველოს ამომრჩეველი იტყვის – უნდა წავიდეს „ქართული ოცნება" თუ უნდა დარჩეს... იქნებ საქართველოს ამომრჩეველი მომავალ წელს ამბობს, რომ „ნაციონალები" ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდნენ, რატომ არ უნდათ, რომ არჩევნებისთვის მოემზადონ? როგორც ჩანს, მათ იციან, რომ არჩევნებით დიდი მომავალი არ აქვთ", – განუცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებს.

ამასთან, მინისტრი დარწმუნებულია, რომ ქართულ საზოგადოებაში არ არის პოლარიზაცია.

„არავითარი პოლარიზაცია არ არსებობს, არსებობს „ნაციონალური მოძრაობა", მათი შორს მყოფი მშიშარა ბელადი, რომელიც ვერ ჩამოდის, და არსებობენ ამ პარტიასთან ასოცირებული მათი ყოფილი ნაწილები, დანაყოფები და ასე შემდეგ", – აღნიშნა წულუკიანმა.

ლაშა ჩხარტიშვილი აქციაზე - Sputnik საქართველო
დღევანდელ აქციაზე სამართალდამცველებმა ექვსი დემონსტრანტი დააკავეს

მან ასევე გააკეთა კომენტარი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მოწყობილ აქციაზე. დღისით ბიბლიოთეკაში გაიხსნა გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის 30 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიება. მომიტინგეებმა პარლამენტიდან ბიბლიოთეკის შენობასთან გადასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გაიგეს, რომ ღონისძიებას წულუკიანი დაესწრებოდა, რომელიც არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგია.

„დღეს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოში გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის 30-ე წლისთავს. ვინც გარეთ უსტვენს, არის ის ხალხი, ვინც ნიჩბით ყრიდა ბავშვებს ციხეში. ამიტომ ეს ფონი სიმბოლურია. მადლობა მათ ამ ფონისთვის, რადგან ამით ჩვენ შევძელით საზოგადოებისთვის დაგვენახვებინა, რეალურად რა იყო მათი სახე, როდესაც ბავშვებს ციხეში ყრიდნენ, როდესაც არ არსებობდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი", – განაცხადა წულუკიანმა.

უგულავა: დამიჭირეს, განგარიდეთო, გამომიშვეს>>

მინისტრის თქმით, რეფორმების წყალობით, 2015 წლიდან დაწყებული, 4 ათასზე მეტი ბავშვი არა ციხეში, არამედ საგანმანათლებლო პროგრამაში ან განრიდება-მედიაციის პროგრამაში მოხვდა.

წულუკიანმა ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა პოლიციის ცოცხალი დერეფნის გავლით დატოვა.

ყველა ახალი ამბავი
0