უგულავა: დამიჭირეს, განგარიდეთო, გამომიშვეს

© Sputnik / STRINGERგიგი უგულავა
გიგი უგულავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში საპროტესტო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა ცოტა ხნის წინ პოლიციამ ავტომობილში ჩაისვა და წაიყვანა.

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. დედაქალაქის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ, რომელიც ცოტა ხნის წინ პოლიციამ აქციაზე ავტომობილში ჩაისვა და წაიყვანა, განაცხადა, რომ უკან, აქციაზე ბრუნდება.

„დამიჭირეს, განგარიდეთო, გამომიშვეს, მოვდივარ ტაქსით", – დაწერა გიგი უგულავამ რამდენიმე წუთის წინ თავის ფეისბუქ-გვერდზე და ფოტოც გამოაქვეყნა.

პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციაში მონაწილეობდა, პოლიციის ავტომობილში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.

გიგი უგულავა - Sputnik საქართველო
დააკავეს თუ განარიდეს? პოლიციამ გიგი უგულავა ავტომობილში ჩაისვა და წაიყვანა

უგულავას გარდა პოლიციამ აქციიდან გაიყვანა ასევე პარლამენტის დეპუტატები „ევროპული საქართველოდან" გიორგი კანდელაკი და ირაკლი აბესაძე, მათთან ერთად ასევე რამდენიმე აქტივისტი.

შსს-ს ამ ფაქტებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

თბილისში დილიდან რამდენიმე ათეულმა ადამიანმა პარლამენტის შენობასთან მოიყარა თავი. მოგვიანებით დემონსტრანტები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ლიდერობით ეროვნული ბიბლიოთეკის შენობისკენ გაემართნენ, სადაც ამჟამად მიტინგი მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0