საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკებებს გამართავენ დიპლომატების მონაწილეობით

© photo: Parliament of Georgia / FB ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი იქნება საპარლამენტო არჩევნების ე.წ. „გერმანული მოდელი", რომლის მიღებასაც ოპოზიცია ითხოვს.

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოეთის დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით მოლაპარაკებებს გამართავენ და საპარლამენტო არჩევნების ე.წ. „გერმანულ მოდელს" განიხილავენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

უგულავა: დამიჭირეს, განგარიდეთო, გამომიშვეს>>

თბილისში საპროტესტო აქციები დაიწყო 14 ნოემბერს საკანონმდებლო ინიციატივის ჩავარდნის გამო, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა.

დეპუტატები სხდომათა დარბაზში - Sputnik საქართველო
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საპარლამენტო თანამდებობებზე უარი განაცხადეს

„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან. მეც მქონდა კომუნიკაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ელჩებთან. მათი ინიციატივაა, მიუხედავად იმ დესტრუქციული ქმედებებისა, რომლებსაც ოპოზიციის მხრიდან ისინიც ხედავენ, იქნებ დავმსხდარიყავით დიალოგის გარკვეულ ფორმატში. კონსულტაციების საფუძველზე, საბოლოო ჯამში, ანგარიში გავუწიეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ხვალ, დღის პირველ ნახევარში დაიწყება შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსიც დაესწრება და გაიმართება დისკუსია", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიცია პროპორციული არჩევნების ალტერნატიულ ვარიანტად ხელისუფლებას სთავაზობს არჩევნების ე.წ. „გერმანულ მოდელზე" გადასვლას, რომელიც, მათი თქმით, არ საჭიროებს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას. თუმცა ხელისუფლება საპირისპიროს ამტკიცებს.

ივანიშვილმა განმარტა, რატომ არ გააჩნია „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ ალტერნატივა>>

„გერმანული მოდელი" ითვალისწინებს მაჟორიტარული არჩევნების შედეგების შეჯამებას პროპორციული სისტემით არჩევნების შედეგების საფუძველზე.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ოპოზიცია მთელი სახელმწიფოს ბლოკირებას გეგმავს

„გერმანული მოდელი" ასევე იქნება განხილვის საგანი, მაგრამ იმხელა შეუსაბამობაა საქართველოს კონსტიტუციასა და "გერმანულ მოდელს" შორის, რომ ერთადერთი დამატებითი ახსნა არის საჭირო და მეტი არაფერი. ჩვენ გვქონდა ამის ახსნის საშუალება ბოლო დღეების განმავლობაში, საზოგადოებასაც ვაწვდით ინფორმაციას და ხვალ ამაზეც გაიცვლება მოსაზრებები. ამის მიღმაც ვნახოთ, რას შემოგვთავაზებენ ოპოზიციის წარმომადგენლები", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამჟამად 77 დეპუტატის მანდატი ნაწილდება პარტიებს შორის, 73 კი – კონკრეტულ კანდიდატებს შორის, რომლებიც თავიანთ ერთმანდატიან ოლქში ხმათა ნახევარზე მეტს აიღებენ. კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად საჭიროა, სულ მცირე, 113 დეპუტატის ხმა.

ყველა ახალი ამბავი
0