ივანიშვილმა განმარტა, რატომ არ გააჩნია „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ ალტერნატივა

© photo: Sputnikბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს ღარიბი იმის გამო უწოდა, რომ ქვეყანაში ღარიბი ეკონომიკაა

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. იმისათვის, რომ საქართველოში გამოჩნდეს მესამე პოლიტიკური ძალა, საჭიროა დიდი ფინანსები, ტელეარხ „იმედზე“ გადაცემა „პრაიმ შოუში“ განაცხადა მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა.

„დაზიანდა გუნდი“ - ივანიშვილი წუხს საარჩევნო რეფორმის ჩავარდნის გამო >>

„პოლიტიკური სპექტრი ჩვენთან იმდენად ღარიბია, რამდენადაც ღარიბები ვართ ეკონომიკურად. ძალიან დრამატულია, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის შვიდი წლის განმავლობაში ახალი ძალა ვერ გამოჩნდა. შვიდი წლის წინ ხელისუფლებაში მოვიდა „ქართული ოცნება“, და ამაში ჩემი და ჩემი ფინანსების დიდი დამსახურებაა“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მოძღაობა „სირცხვილიას“ ლიდერი შოთა დიღმელაშვილი - Sputnik საქართველო
შოთა დიღმელაშვილი: პიკეტირების აუცილებლობა ამაღამ არ დგას

მისი თქმით, პოლიტიკა, ეკონომიკა და ფინანსები ერთმანეთთან პირდაპირ თანხვედრაშია.

„პოლიტიკური პარტია საჭიროებს ფინანსებს, განვითარებულ ქვეყნებში მას ბიზნესი აფინანსებს. ჩვენთან ბიზნესი ღარიბია, ეკონომიკა ღარიბია. ეს ბიზნესი რომ აფინანსებდეს სამ ძლიერ პარტიას, ფული აღარ დარჩებოდათ, ამაშია ძაღლის თავი დამარხული... ერთის მხრივ არსებობს „ქართული ოცნება“, რომელსაც მე ვეხმარები, და არსებობს „ნაცმოძრაობა“, რომელსაც ჩვენ ქვეყანაში ნაძარცვი ფული აქვს“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა განმარტა, რომ დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქვეშ ის გულისხმობს არამარტო ამ პარტიას, არამედ იმათაც, ვინც ახლა მასთან ერთდ საპროტესტო აქციებს მართავს.

პარლამენტში ვაკანტური თანამდებობები შეივსო >>

ამასთან ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ყველა დარგში პროფესიონალების ნაკლებობაა.

„შემდუღებლებიც კი არ გვყოფნის მშენებლობაში. მასწავლებლების დეფიციტი იყო, ამისათვის განათლების რეფორმას ვატარებთ... პოლიტიკაშიც იგივე სიდუხჭირე გვაქვს. ვერ ყალიბდებიან პარტიები, ამას ადამიანები სჭირდება, პოლიტიკოსები, პროფესიონალები ან თუნდაც არაპროფესიონალები, მაგრამ ადამიანები შესატყვისი ინტელექტისა და მოთხოვნების მქონე“, - ხაზგასმით აღნიშნა ივანიშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0