თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ადვოკატთა ჯგუფმა საქართველოს პროკურატურაში მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფისთვის პარტიის „პოლიტიკური ცენტრი - გირჩი" სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით საჩივარი შეიტანა.
რა შემთხვევაში დათანხმდება ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგს>>
პრეტენზიები ეხება „გირჩის" წევრების საპროტესტო აქციას მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან, პარტიის ახალგაზრდა აქტივისტებმა დაბეჭდეს ხატები და წმინდანების სახეები ბიძინა ივანიშვილის სახით ჩაანაცვლეს. მათ ეს სურათები, ხატების მსგავსად ეკავათ ხელში.
„გირჩის" აქციამ გამოიწვია რელიგიური გრძნობების უხეში ხელყოფა. ჩვენ, უფლებადამცველებს მიგვაჩნია, რომ ეს შეიძლება შეიცავდეს სისხლის სამართლის საქმეს, ამიტომ მოვითხოვთ ამ ფაქტის გამოძიებას", - განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.
მან აღნიშნა, რომ პროკურატურა საერთოდ პარტიის საქმიანობით უნდა დაინტერესდეს.
ოპოზიციონერების მოქმედება დაგმო ასევე დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ირაკლი კობახიძემ.
„ხატთმებრძოლეობა კაცობრიობამ VIII საუკუნეში ჩააბარა წარსულს. ქართული ოპოზიცია ლიბერალიზმის სახელით XXI საუკუნეში VIII საუკუნის სიბნელეშია ჩარჩენილი", - დაწერა კობახიძემ თავის Facebook-გვერდზე.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს პრეს-მდივანმა ანდრია ჯაღმაიძემაც.
შოთა დიღმელაშვილი: პიკეტირების აუცილებლობა ამაღამ არ დგას>>
„მინდა გითხრათ, რომ ეს არის ძალიან უგემოვნო, უშინაარსო პერფორმანსი, მცდელობა რელიგიური გრძნობების შელახვისა და ეკლესიის შეურაცხყოფისა", - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.