სასამართლომ 18 ნოემბერს აქციაზე დაკავებული პირები დარბაზიდან გაათავისუფლა

© Sputnik / Shota Nozadzeთბილისის საქალაქო სასამართლოს შესასვლელი
თბილისის საქალაქო სასამართლოს შესასვლელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლებული პირების საქმის განხილვა 20 ნოემბრის, 13:00 საათიდან დაიწყება.

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 ნოემბერს პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე დაკავებული 12 პირი დარბაზიდან გაათავისუფლა.

დაკავებულებს შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი, ადვოკატი ბექა ბასილაია და სხვები.

როგორც ზუკა ბერძენიშვილმა სასამართლო დარბაზიდან გამოსვლისას განაცხადა, დღეს 37-ვე პირი ეტაპობრივად გათავისუფლდება.

თბილისის საქალაქო სასამართლო. ადგილი, სადაც ერთ-ერთმა მომიტინგემ თავის დაწვა სცადა - Sputnik საქართველო
სასამართლოსთან ერთმა პირმა პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა

ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებული 37 ადამიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას დილიდან ელოდებოდა. ყველა მათგანის საქმეს ერთი მოსამართლე იხილავდა. აღსანიშნავია, რომ დაკავებულების ადმინისტრაციული პატიმრობის 24-საათიანი ვადა დღეს დილით ამოიწურა. ოპოზიციის ლიდერები აცხადებდნენ, რომ დაკავებულებს თავისუფლება უკანონოდ ჰქონდათ შეზღუდული.

დღეს გათავისუფლებული პირების საქმის განხილვა 20 ნოემბერს, 13:00 საათიდან დაიწყება.

სასამართლოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სასამართლო გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ ოპოზიციის ლიდერები, დაკავებულების ახლობლები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც გათავისუფლებულებს შეძახილებით და ოვაციებით შეხვდნენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ორშაბათს პარლამენტის პიკეტირებისას ჩიტაძის ქუჩაზე დააკავებს.

პიკეტები ყოველ ორშაბათს: ოპოზიციამ გეგმები გაახმოვანა >>

თბილისში საპროტესტო აქცია 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ჩააგდო. 17 ნოემბრიდან პარლამენტის ყველა შენობასთან გაშლილი იყო კარვები, მმართველი პარტიის დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. 

 

ყველა ახალი ამბავი
0