პიკეტები ყოველ ორშაბათს: ოპოზიციამ გეგმები გაახმოვანა

© Sputnik / Vladimir Umikashviliშოთა დიღმელაშვილი
შოთა დიღმელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის პიკეტირებამდე რესპუბლიკის მოედნიდან საკანონმდებლო ორგანოს შენობამდე ოპოზიცია საპროტესტო მსვლელობას გამართავს

თბილისი, 19 ნოემბერი - Sputnik. ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები თბილისში 25 ნოემბერს საპროტესტო აქციას, 26 ნოემბერს კი, პარლამენტის პიკეტირებას გეგმავენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თბილისში საპროტესტო აქცია 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ჩააგდო. 

აქციის ორგანიზატორებმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადებები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთეს.

„ჩვენ ვდგავართ და ვიდგებით იმ აზრზე, რომ პროპორციული არჩევნები არის გარდაუვალი აუცილებლობა ამ ქვეყნისთვის, რომელსაც არ დავთმობთ. ჩვენვე შემოგთავაზეთ გერმანული მოდელი, რომელიც აბსოლუტურად ზის კონსტიტუციაში და ჩვენ პროპორციულ, სამართლიან არჩევნებს, აუცილებლად უზრუნველვყოფთ. ორშაბათს იქნება აქ ძალიან დიდი შეკრება, ისევ გაკეთდება პიკეტი და ისევ მოგიწევს, დაშალო“, – მიმართა ხელისუფლებას აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა.
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
პრემიერმა თბილისში აქციის დაშლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

მისი თქმით, პიკეტი ყოველ კვირაში მოეწყობა და პარლამენტის ბიუროს სხდომა არ შედგება.

სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით აქციაზე „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელმა, გიორგი გუგავამაც ისაუბრა.

„ორშაბათს, 19:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, გაიმართება ფართომასშტაბიანი მსვლელობა რუსთაველისკენ და კვლავ მოხდება პიკეტირება პარლამენტის. ჩვენი ქმედებები იქნება პრინციპული, იქნება შეუვალი, იქნება კონსტიტუციური, კანონიერი, მათგან განსხვავებით. ჩვენ ვაიძულებთ რომ ეს ხელისუფლება მშვიდობიანი, სამართლიანი, პროპორციული არჩევნებით დამთავრდეს, ოლიგარქია უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა გუგავამ.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები დეპუტატებს სამშაბათს სესიის გამართვის საშუალებას არ მისცემენ.

„სამშაბათს უნდა გაიმართოს მათი ჭკუით სესია, უნდა შეიკრიბონ კვლავ ივანიშვილის ზოოპარკის ლემურები და ზებრები, ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ. მოხდება კვლავ მშვიდობიანი, კონსტიტუციური გზებით პიკეტირება და ეს ქმედებები კიდევ ერთხელ ვაცხადებ, დამთავრდება გამარჯვებით“, - განაცხადა გუგავამ.
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
დეპუტატების ჯგუფმა „ქართული ოცნება" ოფიციალურად დატოვა

კვირას პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელთან გაშლილი იყო კარვები, აქციის წევრები მმართველი პარტიის დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. აქციის ორგანიზატორებს მოუწოდეს პიკეტირება შეეწყვიტათ, მაგრამ მათ უარი განაცხადეს. შედეგად ხელისუფლებამ გამოიყენა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძალები და პიკეტები მოშალა.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ მთავრობის გადადგომას და პროპორციული სისტემით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. მოგვიანებით ოპოზიციამ დააზუსტა, რომ თანახმაა ე.წ. „გერმანულ მოდელზე", რომელიც არ მოითხოვს კონსტიტუციაში ცვლილებებს, თუმცა ხელისუფლება საწინააღმდეგოს აცხადებს.

თბილისში აქციის დაშლისას დაზარალებული ორივე პოლიციელი საავადმყოფოში რჩება >>

არჩევნების ჩატარების „გერმანული მოდელი“ ნიშნავს მაჟორიტარული არჩევნების ჩატარებას, რომლის შედეგები დაითვლება პროპორციული სისტემით. კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის 73 დეპუტატს მაჟორიტარულ ოლქებში, 77-ს კი პარტიული სიით ირჩევენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებულია 37 პირი.

 

ყველა ახალი ამბავი
0