თბილისში აქციის დაშლისას დაზარალებული ორივე პოლიციელი საავადმყოფოში რჩება

© Sputnik / STRINGERსპეცრაზმი რუსთაველზე
სპეცრაზმი რუსთაველზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაზარალებულებს ოპერაციები ჩაუტარდათ და ამ დროისთვის პოლიციელების მდგომარეობა შეფასებულია, როგორც სტაბილური.

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის დაშლის დროს ხუთი ადამიანი დაშავდა, მათგან სამმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости Грузия ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

სპეცრაზმი პარლამენტთან - Sputnik საქართველო
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ

კლინიკებში რჩება ორი პოლიციელი. მათ თავისა და ხელის არეში აქვთ მიყენებული დაზიანებები. დაზარალებულებს ოპერაცია ჩაუტარდათ. ამ დროისთვის პოლიციელების მდგომარეობა ექიმების მიერ შეფასებულია როგორც სტაბილური, აცხადებენ ჯანდაცვის უწყებაში.

თბილისში საპროტესტო აქცია 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ჩააგდო. მომიტინგეები მთავრობის გადადგომას და პროპორციული სისტემით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

კვირას პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელთან გაშლილი იყო კარვები, აქციის წევრები მმართველი პარტიის დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. აქციის ორგანიზატორებს მოუწოდეს პიკეტირება შეეწყვიტათ, მაგრამ მათ უარი განაცხადეს. შედეგად ხელისუფლებამ გამოიყენა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძალები და პიკეტები მოშალა.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, პარლამენტის შენობასთან კი კვლავ გაშლილია კარვები და შეკრებილი არიან აქციის მონაწილეები.

 

ყველა ახალი ამბავი
0