ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

ვის და რაში სჭირდება შეიარაღების სფეროში მსოფლიო სახელშეკრულებო ბაზის ნგრევა – მოსაზრება

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშირაკეტების მაკეტები
რაკეტების მაკეტები  - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგარეო პოლიტიკის მაგისტრი, სამართალმცოდნე ოლგა სუხარევსკაია მოგვითხრობს, რით ემუქრება მსოფლიოს იარაღის შეზღუდვის შესახებ ხელშეკრულებების დემონტაჟი.

ოლგა სუხარევსკაია 

პირველი საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც „ბირთვული საუკუნის“ სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვებს შეეხებოდა, ეს ატმოსფეროში, კოსმოსსა და წყალქვეშ ბირთვული იარაღის გამოცდის ამკრძალავი ხელშეკრულება იყო, რომელიც 1963 წლის აგვისტოში გაფორმდა საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის. ამას მოჰყვა მრავალი სხვა — ორმხრივი თუ მრავალმხრივი — შეთანხმება. მხარეები მათ ნაწილს იცავენ, ნაწილი მოძველდა და ახალი რედაქციებით შეიცვალა, ნაწილი კი გაუქმდა. 

ყველაზე დიდი ხმაური იმ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას მოჰყვა, რომელიც საშუალო და მცირე სიშორის რაკეტებს შეეხებოდა და რომელსაც ხელი ჯერ კიდევ მიხაილ გორბაჩოვმა და რონალდ რეიგანმა მოაწერეს 1987 წელს. მისი გაფორმება აშშ-ის მიერ ევროპაში შესაბამისი რაკეტების განთავსებით იყო ნაკარნახევი, რომლებიც საბჭოთა კავშირის მჭიდროდ დასახლებული ევროპული ნაწილისკენ იყო მიმართული, ხოლო სსრკ-დან — ევროპისკენ. 

ნატო-ს დროშა - Sputnik საქართველო
ნატოს ლონდონის სამიტის მოლოდინში: რა ბედი ელის ალიანსს

საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულება (Intermediate-Range Nuclear Forces Treaty − INF Treaty) კრძალავდა 500-დან 5 000 კილომეტრამდე სიშორის ახალი რაკეტების შექმნას, თუმცა ის არ ეხებოდა საზღვაო ბაზირების რაკეტებს, მათ შორის, ფრთოსნებს.

მიზეზი, რის გამოც აშშ ხელშეკრულებიდან გავიდა (რაც 2019 წლის 1 თებერვალს გამოცხადდა), ეს ხელშეკრულების პირობების დარღვევაში რუსეთის უსაფუძვლო დადანაშაულება იყო – რომ კომპლექს „ისკანდერის“ შემადგენლობაში ფრთოსანი რაკეტა 9М729 გაჩნდა. ამასთან, თავად შეერთებულმა შტატებმა ორი წლით ადრე ოფიციალურად გამოყო ბიუჯეტიდან თანხები საშუალო და 1000 კმ-მდე სიშორის საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტების შემუშავებაზე.

შეერთებული შტატების ამგვარ ნაბიჯზე საპასუხოდ რუსეთმაც შეაჩერა ხელშეკრულებაში მონაწილეობა და 2 აგვისტოს მან მოქმედება შეწყვიტა.

გარდა ამისა, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, აშშ-სთვის სარკისებური პასუხის გასაცემად რუსეთი საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების შექმნაზე მუშაობას იწყებს. ამასთან, სარაკეტო სფეროში გლობალური განჭვრეტის შესანარჩუნებლად სახმელეთო რაკეტებს რუსეთი არსად განათავსებს მანამ, სანამ ამა თუ იმ რეგიონში ამერიკული ან ევროპული შესაბამისი რაკეტები არ გამოჩნდება.

„ღია ცა“

მსგავსი ბედი ელის ხელშეკრულებას „ღია ცის“ შესახებაც — კვლავ ამერიკის ინიციატივით. ეს ხელშეკრულება სპეციალურად აღჭურვილი თვითმფრინავების ერთმანეთის საჰაერო სივრცეებში ფრენების საინსპექციო ფრენებს ითვალისწინებს სამხედრო მოღვაწეობის გასაკონტროლებლად. 

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
სერგეი ლავროვი: აშშ-ს სირიისთვის ნაწილის ჩამოჭრა სურს

აშშ-ის საჰაერო სივრცეში ფრენების აკრძალვის მიზეზად იქცა რუსეთის თხოვნა „ღია ცის“ სერიაში ორი ახალი თვითმფრინავის სერტიფიცირების თაობაზე. ამერიკელმა კონგრესმენებმა საკუთარი ტერიტორიის თავზე საინსპექციო ფრენები „ეროვნული ინტერესებისთვის საზიანოდ“ მიიჩნიეს. ამასთან, „ღია ცის შესახებ ხელშეკრულებიდან“ გასვლა სწორედ რომ აშშ-ს აწყობს: ინარჩუნებს რა ნატოში იმ პარტნიორებისგან ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას, რომლებიც ხელშეკრულების წევრებად რჩებიან, აშშ რუსეთს თავისი ტერიტორიების გაკონტროლების შესაძლებლობას ართმევს.

თუ გამარჯვება შეუძლებელია, წესებს ვცვლით?

იმაზე დაკვირვებისას, თუ როდის და კერძოდ რა ხელშეკრულებები გაფორმდა და გაუქმდა, შეუძლებელია ვერ შევნიშნოთ შემდეგი კანონზომიერება: მოლაპარაკებები წარმატებით მთავრდებოდა მაშინ, როდესაც აშშ-სა და მის მოკავშირეებს აშკარა უპირატესობის მიღების ერთადერთ გზად საბჭოთა კავშირისა თუ რუსეთისთვის ტექნიკური უპირატესობის წართმევა რჩებოდათ. მაგრამ როგორც კი ამერიკა წინ გაიჭრებოდა, ყველაფერი ნაცარტუტად იქცეოდა ხოლმე. ასე მოხდა საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების შესახებ ხელშეკრულების შემთხვევაშიც.

ახლა გაეროს გავლით ჰიპერბგერითი იარაღის აკრძალვის მცდელობა მიმდინარეობს, რაშიც აშშ რუსეთს ჩამორჩა, ვინაიდან რუსეთს უკვე აქვს ასეთი სახის იარაღი. და არ არსებობს არანაირი ეჭვი იმისა, რომ როგორც კი შტატები რაღაც მსგავსს შექმნიან, ამგვარი აკრძალვის საჭიროება მაშინვე გადაივლის.

ყოველივე ეს საოცრად მოგვაგონებს ერთი ანეკდოტის გმირ ჯენტლმენს, რომელიც მაშინვე ცვლის თამაშის წესს, თუ მოგება შეუძლებელი ხდება. 

სერგეი რიაბკოვი - Sputnik საქართველო
სერგეი რიაბკოვი: არსებობს ბირთვული ომის დაწყების რისკი

საერთაშორისო უსაფრთხოების ნარჩენები

დღეისათვის აშშ-სა და რუსეთს შორის მოქმედი ერთადერთი ხელშეკრულება შეიარაღების შეზღუდვის სფეროში — ეს სტრატეგიული შემტევი იარაღის შემცირების შესახებ ხელშეკრულებაა. მხოლოდ მის შემდგომ მოქმედებას შეუძლია თავიდან აგვაშოროს სარაკეტო−ბირთვულ სფეროში საკონტროლო მექანიზმების ნგრევა.

„აშშ თანმიმდევრულად განაგრძობს ჩვეულებრივი თუ ბირთვული იარაღის შეზღუდვის შესახებ ხელშეკრულებათა არსებული სისტემის დემონტაჟს“, — მიაჩნია სამხედრო ექსპერტ ბორის როჟინს.

მისი თქმით, ამერიკაში სხვადასხვა დონეზე უკვე ისმის, რომ ეს ხელშეკრულება ან შეწყდება (ვინაიდან ის ამერიკას არ აწყობს), ან თეთრი სახლი რუსეთსა და ჩინეთს ახალ პირობებზე შეთანხმების გაფორმებას შესთავაზებს, რომლებიც უფრო ხელსაყრელი იქნება აშშ-სთვის. ამით, ექსპერტის აზრით, აშშ საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის ნარჩენებს სრულად გაანადგურებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა, თავის მხრივ, ნოემბრის დასაწყისში მოსკოვში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი მეტად შეშფოთებულია სტრატეგიული შემტევი იარაღის შემცირების შესახებ ხელშეკრულების გარშემო შექმნილი ვითარებით, რომელსაც მოქმედების ვადა 2021 წლის თებერვალში გასდის. როგორც რიაბკოვმა თქვა, არსებულ პირობებში ხელშეკრულების ვადის გაგრძელება ერთადერთი გონივრული ნაბიჯია, რომელიც სტრატეგიული სტაბილურობის სფეროში საბოლოო დეგრადაციას არ დაუშვებს და ამასთან, შენარჩუნდება საკონტროლო მექანიზმები სარაკეტო−ბირთვულ სფეროში.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორი მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0