სერგეი ლავროვი: აშშ-ს სირიისთვის ნაწილის ჩამოჭრა სურს

© photo : Sputnik / POOL / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-ის მცდელობა, გაძარცვოს სირია და საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს ნავთობსაბადოები, უკანონოა და არაფერს კარგს არ მოიტანს.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ვაშინგტონი ცდილობს, შექმნას კვაზისახელმწიფო მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზე, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პარიზის მეორე მსოფლიო ფორუმზე.

[აშშ] სთხოვს ყურის ქვეყნებს, გაიღონ დიდი ინვესტიციები იმისთვის, რომ შექმნას ადგილობრივი ადმინისტრაცია... მას აქვს აშკარა განზრახვა, ჩამოაშოროს სირიას ეს ნაწილი და გააკონტროლოს იქ არსებული ნავთობსაბადოები“, — განაცადა მინისტრმა.

გარდა ამისა, ლავროვი ამბობს, რომ შეერთებული შტატები უკრძალავენ მოკავშირეებს, ინვესტიციები ჩადონ ოფიციალური დამასკის მიერ კონტროლირებად პროექტებში, რომლებიც სირიის აღდგენას ეხება. 

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
აშშ–რუსეთის დიალოგში პროგრესი არ შეინიშნება – სერგეი ლავროვი

მანამდე სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-ის მცდელობა, გაძარცვოს სირია და საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს ნავთობსაბადოები, უკანონოა და არაფერს კარგს არ მოიტანს.

სირიაში შეიარაღებული კონფლიქტი უკვე რვა წელზე მეტია, გრძელდება. ვითარება გამწვავდა ოქტომბრის დასაწყისში, როდესაც თურქეთმა ქურთული რაზმების წინააღმდეგ ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ დაწყება გამოაცხადა. ვაშინგტონმა უარი თქვა ანკარის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობაზე და განაცხადა, რომ სირიიდან ჯარები გაჰყავდა.

თუმცა მალევე დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ ამერიკელი სამხედროების ნაწილი სირიაში რჩებოდა „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებისგან ნავთობის დასაცავად. საქმე ისაა, რომ მანამდე ნავთობმოპოვება სირიის ჩრდილოეთში შემოსავლის მთავარი წყარო იყო.

როგორც პენტაგონის წარმომადგენელმა რეტ ჰოფმანმა აღნიშნა, სირიული ნავთობიდან მიღებული შემოსავალი ქურთების ხელში ხვდება და არა ამერიკელებისა. 

ყველა ახალი ამბავი
0