საქართველოში დაუფასოებელი თამბაქოს ნაწარმი აღარ გაიყიდება

© photo: Sputnik / Alexander Kondratyuk / გადასვლა მედიაბანკშიმოწევის ამკრძალავი ნიშანი
მოწევის ამკრძალავი ნიშანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილება შევიდა - დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს მიწოდება-რეალიზაცია 21 ნოემბრიდან იკრძალება

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შედეგად, მიმდინარე წლის 21 ნოემბრიდან დაუფასოებელი სახით იკრძალება ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია და მიწოდება, იუწყება პირველი არხი.

თბილისი - Sputnik საქართველო
სექტემბრის ორი „რეკორდი“, ანუ რატომ ძვირდება ცხოვრება?

კერძოდ, საუბარია თამბაქოს ნედლეულზე, ჩიბუხის თამბაქოზე, შესახვევ თამბაქოზე, ჰომოგენიზებულ ან აღდგენილ თამბაქოზე და ასევე ჩილიმისათვის განკუთვნილ თამბაქოზე. ის პირები, რომლებიც ახორციელებენ მათ მიერ იმპორტირებული მითითებული საქონლის მიწოდებას, აქციზის გადამხდელ პირთა წრეს შეემატნენ.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღნიშნული ნაწარმის რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დაფასოებულია 50 ან 100-გრამიან პირველად შეფუთვაში. ამ წესით დაფასოებული თამბაქო უნდა იყოს აქციზური მარკით ნიშანდებული.

ასევე, თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფზე/ბლოკზე და თითოეულ შეფუთვაზე განთავსებული უნდა იყოს სამედიცინო გაფრთხილება და დაცული იყოს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

ამასთან, 21 ნოემბრიდან აქციზური მარკირების გარეშე იკრძალება ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის განკუთვნილი სითხეების რეალიზაცია.

დაფასოების გარეშე თამბაქოს მიწოდება (მათ შორის ნაშთად არსებულის) გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას პირველ ჯერზე 2000 ლარის, ხოლო განმეორებისას – 4000 ლარის ოდენობით.

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საამქრო - Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკა: რა უწყობს ხელს ზრდას

აქციზური მარკით სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა, შენახვა, რეალიზაცია იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას – საქონლის ჩამორთმევა, შინაპატიმრობა, თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოში 2017 წლის იანვრიდან ერთ კოლოფ სიგარეტზე აქციზის ფასი 0,6 ლარით გაიზარდა და 1,7 ლარი შეადგინა. მოგვიანებით, 2019 წელს უფილტრო სიგარეტის აქციზი ფილტრიანის აქციზს გაუტოლდა.

გაამართლა თუ არა საქართველოში თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკამ? >>

2017 წლის 1 მაისიდან ქვეყანაში ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმად, მოწევა იკრძალება საზოგადოებრივ ადგილებში – ბარებში, კაფეებში, რესტორნებში, სასტუმროებსა და ნებისმიერი სახის შენობაში. გამონაკლისია რესტორნებისა და ბარების ღია ვერანდები ან ტერასები, კაზინოები და სხვ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 32% მწეველია.

ყველა ახალი ამბავი
0