არაა აუცილებელი ისეთი ცხოვრება გქონდეს, როგორიც აქამდე – მოგზაურობა პირველი ნაბიჯით იწყება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკის „მარტივია, როცა იცი როგორ“ ფარგლებში გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ ვიმოგზაუროთ უფასოდ ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროექტების საშუალებით მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. უამრავი მიზეზი არსებობს, რის გამოც მოგზაურობა სასარგებლო და საინტერესოა. მეტსაც გეტყვით, არავინ ბრუნდება ისეთი, როგორიც მოგზაურობამდე იყო. მართალია, ხშირ შემთხვევაში სულაც არ არის ადვილი, ჩაალაგო ნივთები და წახვიდე, მაგრამ ზოგჯერ ეს აუცილებელიცაა, მით უფრო მაშინ, როცა არსებობს ევროკავშირის ახალგაზრდული მოხალისეობრივი პროგრამა – ევროპის სოლიდარობის კორპუსი (ყოფილი EVS).

დედა და შვილი - Sputnik საქართველო
მშობლის პორტფოლიო: ვისი ბრალია, თუ თქვენი შვილი ისევ „თქვენ კისერზე“ ცხოვრობს

რა არის საჭირო ქართველი ახალგაზრდებისთვის, რომ გახდეთ მოხალისე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში?

ევროპის სოლიდარობის კორპუსი შესაძლებლობას აძლევს 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდას, გახდეს მოხალისე ევროპის რომელიმე ქვეყანაში. მონაწილე ორგანიზაციების მხარდაჭერით ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ერთობლივ საქმიანობაში, რაც საზოგადოებაში პოზიტიურ სოციალურ ცვლილებებს უწყობს ხელს. გაიუმჯობესონ პერსონალური, საგანმანათლებლო, სოციალური, სამოქალაქო, კულტურული და პროფესიული განვითარების უნარები. ყოფილი EVS-სგან განსხვავებით, ევროპის სოლიდარობის კორპუსი ყურადღებას უფრო მეტად ამახვილებს პროექტებზე, რომლებიც გმობს სიძულვილის ენას.

არ მოიცავს ფორმალურ განათლებას, პროფესიულ განათლებას, ტრენინგსა და საგანგებო რეაგირების საქმიანობას.

მონაწილეობისთვის საჭიროა გამოცხადებული ახალი პროექტებიდან პროექტის არჩევა და ინგლისურ ენაზე რეზიუმეს და სამოტივაციო წერილის გაგზავნა. ალბათ ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში ან შვეიცარიაში პოტენციური მასპინძელი კომპანიის თანამშრომლები დასხდებიან და თქვენს რეზიუმეზე ისაუბრებენ.

ლიკა მირაქიშვილი - Sputnik საქართველო
ვინ არის გოგონა, რომელიც ნასოფლარს დაუბრუნდა იქ, სადაც ლოცვა არწივთა ფრთებქვეშ აღევლინება

თქვენი ცხოვრება შეიცვლება, როცა მთვარეს მსოფლიოს მეორე ბოლოდან დაინახავთ. გაიღვიძო მარტომ უცნობ ქალაქში – ყველაზე სასიამოვნო შეგრძნებაა მსოფლიოში. ხოლო ახალ ქვეყანას ვერ აღმოაჩენ, თუ ნაპირის დაკარგვის გეშინია.

თუ გსურთ გიდის გარეშე მიიღოთ ცხოვრებისეული გამოცდილება და გაიუმჯობესოთ უცხო ენაზე საუბრის უნარები, იცხოვროთ ევროპაში და შეიძინოთ ახალი მეგობრები, ინტერნეტი ყველას გვაქვს, ჰოდა აქვე გთავაზობთ საიტებს, სადაც გადახვალთ და იპოვით სასურველ პროექტს:

https://findevs.com/evs-projects/

https://europeanvoluntaryservice.org/

https://europa.eu/youth/volunteering/organisations_en

მოგზაურობა - Sputnik საქართველო
რა ღირს აგვისტოს ბოლოს ევროპაში დასვენებაა - ბუდაპეშტი, ვენა, პრაღა ქართულ ფასად

რას სახის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს პროგრამა?

პროგრამის ფარგლებში მოხალისის ხარჯებს ევროკომისია უზრუნველყოფს:

- კვების, საცხოვრებლის და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება

- ყოველთვიური ჯიბის ფული, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული ფიქსირებული თანხაა.

მოხალისეობრივი სერვისის ხანგრძლივობა

თითოეული პროექტი გრძელდება 2 თვიდან 1 წლამდე. პროგრამის დასრულების შემდეგ მოხალისეებს გადაეცემათ Erasmus+-ის Youthpass სერტიფიკატი.

სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია გზავნის თავის მოხალისეს მასპინძელ ორგანიზაციასა და ქვეყანაში. პროექტის განმავლობაში მასპინძელი ორგანიზაციიდან მოხალისეებს ჰყავთ ე.წ. მენტორი, რომელიც დაეხმარება მათ საზოგადოებასთან ინტეგრაციასა და სხვადასხვა პირადი პრობლემის გადაჭრაში.

პლიაჟი - Sputnik საქართველო
შვებულება გაქვს და არ იცი როგორ დაგეგმო? წელს ჩვენ დაგეხმარებით

ინდივიდუალური და ჯგუფური მოხალისეობა

ინდივიდუალური მოხალისეობა არის უწყვეტი, არაანაზღაურებადი საქმიანობა 2-დან 12 თვის ვადით. ეს საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, წვლილი შეიტანონ ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობაში, რომლითაც საბოლოოდ ადგილობრივი მოსახლეობა იღებს სარგებელს.

ჯგუფური მოხალისეობა არის საქმიანობა, რომელსაც ახორციელებს 10-40 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, სულ ცოტა ორი ქვეყნიდან, 2 კვირიდან 2 თვემდე ვადით. ამგვარი საქმიანობა განსაკუთრებით ხელს უწყობს ნაკლები შესაძლებლობების და სპეციალური საჭიროებების მქონე ახალგაზრდების ჩართულობას ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროგრამაში. სულ ცოტა, მეოთხედი მოხალისეების უნდა ჩამოვიდნენ საზღვარგარეთიდან. მიუხედავად მოკლე პერიოდისა, ეს საქმიანობა სასარგებლოა როგორც ინდივიდებისათვის, ასევე საზოგადოებისთვის.

ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროექტებში აქტივობის თვეები თუ 12 თვეს აღემატება, თქვენ ვეღარ მიიღებთ მონაწილეობას. ამიტომ გირჩევთ, დაიწყოთ ორთვიანი პროექტით და მეტად მოემზადოთ ფსიქოლოგიურად.

დიდი ხანია, რაც ვიზალიბერალიზაცია გვაქვს, თქვენ კი ისევ თქვენი მეგობრების სელფებს იწონებთ – როგორ ერთობიან დაივინგით იტალიაში, ან კიდევ ფინჯან ყავასთან ერთად როგორ მიირთმევენ კრუასანებს ეიფელის კოშკთან... მაშინ, როცა არსებობს ევროპის სოლიდარობის კორპუსი... დიდი მოგზაურობა პირველი ნაბიჯით იწყება!

 

ყველა ახალი ამბავი
0