სოფო კილაძის ყოფილი მეუღლე ცოლზე ფსიქოლოგიურ ძალადობას უარყოფს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის დეპუტატ სოფიო კილაძის ყოფილი მეუღლე ავთანდილ ხარაძე აცხადებს, რომ ქალი მათი შვილით მანიპულირებს

თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის ყოფილი მეუღლე აცხადებს, რომ არათუ არ ძალადობდა ცოლზე ფსიქოლოგიურად, არამედ ეხმარებოდა მას, იუწყება ტელეკომპანია Imedi სააგენტო Interpressnews-ზე დაყრდნობით.

დეპუტატი სოფო კილაძე ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა >>

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ყოფილ მეუღლეებს შორის პრობლემები არსებობდა და ხარაძეს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, სოციალურ ქსელში გავრცელდა. მასმედიასთან საუბრისას კილაძემ დაადასტურა, რომ მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდიდა, მაგრამ უარყო ინფორმაცია ფიზიკური ძალადობის შესახებ.

„ექვსი წლის მანძილზე მაქსიმალურად გვერდში ვედექი... სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ფსიქოლოგიურ, არც ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა ხარაძემ.
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
კრიმინალი საქართველოში: შსს-მ ბოლო მონაცემები გამოაქვეყნა

მისი თქმით, უთანხმოება ცოლ-ქმარს შორის უკავშირდება მათ ხუთი წლის შვილს. ხარაძის მტკიცებით, კილაძე ბავშვით მანიპულირებს და მას მამასთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევს. მისი თქმით, მას სურდა ბავშვის წაყვანა ბებიასთან და ბაბუასთან ქუთაისში, რაზეც უარი მიიღო.

 „მივედი იმავე პოლიციაში, სადაც შემაკავებელი ორდერი გამომიწერეს. დავწერე განცხადება, რომ 24 საათით მიმყავდა შვილი ქუთაისში... შაბათს წამოვიყვანე და კვირას დავაბრუნე. შემდეგ კი ტელეეთერებით ეს განცხადებები გაკეთდა სოფოს მხრიდან“, - ამბობს ხარაძე.

ყველა ახალი ამბავი
0