დეპუტატი სოფო კილაძე ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა

© photo: Sputnik / Tabyldy Kadyrbekovძალადობა
ძალადობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემაკავებელ ორდერში, რომელიც დეპუტატის მეუღლეს გამოუწერეს, საუბარია მხოლოდ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, განაცხადა კილაძემ

თბილისი, 5 ნოემბერი- Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ სოფიო კილაძე ყოფილი მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

აღნიშნული ინფორმაცია ტელეარხს თავად კილაძემ დაუდასტურა. ადრე სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი დეპუტატი ძალადობის მსხვერპლი გახდა, ხოლო მის მეუღლეს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.

„დიახ, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვიყავი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი და მე ვარ მაგალითი, რომ ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის უფლებადამცველი, მათ შორის პარლამენტის წევრი, შეიძლება აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში. ამასთანავე, მე ვუფრთხილდები  გარშემომყოფი ადამიანების ემოციურ მდგომარეობას, მათ ჯანმრთელობას, ჩემს არასრულწლოვან შვილს, მის საუკეთესო ინტერესს და აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მეტ დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით“, - განაცხადა კილაძემ.

ამასთან, დეპუტატმა არ დაადასტურა ინფორმაცია ფიზიკური ძალადობის შესახებ ყოფილი მეუღლის მხრიდან.

ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
ოჯახური ძალადობის ბრალდებით ორი მამაკაცი დააკავეს

„არ ვიცი საიდან მოიტანეს ეს ინფორმაცია, თუ აქვთ ნანახი შემაკავებელი ორდერი, იქ იყო მხოლოდ ფსიქოლოგიური ძალადობა“, - აღნიშნა მან.

ქალთა მიმართ ძალადობა დაგმო Facebook-ის საკუთარ გვერდზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

„მიუღებელია ქალთა მიმართ ნებისმიერი სახის ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობა. ძალადობის მსხვერპლი შესაძლოა აღმოჩნდეს ნებისმიერი ადამიანი და საზოგადოება ამ დანაშაულის მიმართ შემწყნარებელი ვერ იქნება, რადგან ეს ქართული კულტურისა და ტრადიციებისთვის შეუსაბამოა“, - დაწერა პრეზიდენტმა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
კრიმინალი საქართველოში: შსს-მ ბოლო მონაცემები გამოაქვეყნა

2014 წლიდან ოჯახური ძალადობა სისხლის სამართლის კოდექსის ცალკე მუხლად არის გამოყოფილი და ამა თუ იმ საქმის განხილვისას დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს. კანონმდებლობა გამკაცრდა ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მომხდარი მკვლელობების ტალღის შემდეგ - 2014 წელს ოჯახური გარჩევების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.

ოფიციალური სტატისტიკით, 2018 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ოჯახური ძალადობის რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა - 4700 ფაქტი, რაც წინა წლის მონაცემებს 122%-ით აღემატება. შსს საგანგაშო ციფრებს დანაშაულების აღრიცხვიანობის სისტემის გაუმჯობესებას უკავშირებს.

ბოლო მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში შსს-მ 3900-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღძრა „ოჯახური ძალადობის“ მუხლით, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0