პრეზიდენტი ქვეყნის გამოწვევებზე: საქართველომ შეძლო „სტაბილურობის კუნძულის" შენარჩუნება

© Sputnik / Vladimir Umikashviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა კიბერუსაფრთხოების, შავ ზღვაზე უსაფრთხოების მნიშვნელობასა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების მე-13 კონფერენცია გახსნა.

ზურაბიშვილი: შტაინმაიერი ჩამოვიდა როგორც პრეზიდენტი და არა როგორც „ფორმულების მატარებელი“>>

კონფერენციის დელეგატთა შორის საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები, ნატოს მაღალჩინოსნები და ამერიკელი კონგრესმენები არიან.

„უსაფრთხოების გამოწვევები საქართველოსთვის და არა მხოლოდ საქართველოსთვის იზრდება. საქართველო არც ისე შორს არის რეგიონის ე.წ. კრიზისული თაღისგან, სადაც ომი, ტერორიზმი, შიდა პოლიტიკური არეულობა ან მიგრაცია საფრთხეს უქმნის მშვიდობას, უსაფრთხოებასა და განვითარებას", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ საქართველომ შეძლო „სტაბილურობის კუნძულის" შენარჩუნება და ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების დაცვა არასასურველი ეფექტებისგან.

ბათუმი - Sputnik საქართველო
ევაკუაცია ბათუმში: თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განგაშის სიგნალი ჩაირთო

„მაგრამ ეს ძალისხმევა შესანარჩუნებელი და გასაორმაგებელია მოახლოებული ტერორიზმის პრევენციისთვის. ეს ნიშნავს პარტნიორებთან ინფორმაციის აქტიურ გაცვლას, მეტ გამჭვირვალობასა და საზღვრების და მათზე გადაადგილების მეტ კონტროლს", – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი განცხადებით, საქართველოში და მთლიანად მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კიბერუსაფრთხოება გახდა.

„გასულ კვირაში საქართველოში 13 ათას დომენზე განხორციელდა კიბერშეტევა, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც მოხვდა მსხვერპლთა რიცხვში. საქართველო ახალი რესურსების მობილიზაციას აკეთებს და მზად არის უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის, რათა გავუმკლავდეთ ამ საფრთხეებს და მოვემზადოთ სისტემების უკეთესი დაცვისთვის", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ჰაკერების მორიგი მუქარა – რა წერილები მიიღეს პრეზიდენტმა და ტელეკომპანიებმა>>

ჰაკერებმა 28 ოქტომბერს შეუტიეს სასამართლოების, პრეზიდენტის, ადგილობრივი ხელისუფლების, მასმედიისა და კერძო კომპანიების ვებ-გვერდებს. მათ შეცვალეს ვებ-გვერდების მთავარი გვერდები და მათზე მიხეილ სააკაშვილის ფოტო განათავსეს წარწერით I'll be back. გამოძიებას აწარმოებენ საქართველოს სუს-ი და შსს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით.

პრეზიდენტის თქმით, კიდევ ერთი გამოწვევაა უშიშროება შავ ზღვაზე. ზღვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოტენციალია, რომელიც ევროპასა და აზიას შორის ჰაბს წარმოადგენს.

დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
ზალკალიანი: ლავროვთან შეხვედრა იყო აუცილებელი

„ინფრასტრუქტურის, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პროექტები უფრო და უფრო პირდაპირ აკავშირებს საქართველოს ევროკავშირის პარტნიორებთან მეორე ნაპირზე. ეს ნიშნავს, რომ შავი ზღვით და მის გარშემო ეკონომიკურ თანამშრომლობას თან უნდა ერთვოდეს უსაფრთხოების გაცნობიერება და სტრატეგიული და თავდაცვითი თანამშრომლობა, რათა ავიცილოთ ყველანაირი ინციდენტი ან ესკალაცია, როგორიც აზოვის ზღვაში ვნახეთ", – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ ზურაბიშვილმა დაასახელა ქვეყნის ტერიტორიების 20%-ზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლის არარსებობა.

„რუსეთი უნდა დავარწმუნოთ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაში და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მოვიძიოთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით გადაწყვეტის შესაძლებლობები ჟენევის, სხვა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. ეს რეგიონში ხანგრძლივი უსაფრთხოების მიღწევის ერთადერთი გზაა", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილი გაეროში: რუსეთთან დიალოგზე უარი არ გვითქვამს>>

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის პასუხი მის წინაშე არსებულ გამოწვევაზე ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება, ასევე თავდაცვის პოლიტიკა იქნება.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი გაეროში: საქართველოს სტაბილურობის ფასი კარგად ესმის

„საქართველოსთვის თავდაცვის პოლიტიკა ნიშნავს ნატოს, როგორც უსაფრთხოების მთავარი უზრუნველყოფის, ღია კართან მაქსიმალურ მიახლოებას... ინტეგრაციის ეს პროცესი დღეს კონსტიტუციით არის გარანტირებული, მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილი და შეუქცევადი", – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა ტურიზმის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ტექნოლოგიებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე.

„ჩვენი პასუხი მყარი დემოკრატიული განვითარებაა ახალი კონსტიტუციით, მშვიდობიანი არჩევნებითა და ახლა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლით, ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შემუშავებული ახალი საარჩევნო კანონმდებლობით, რომელიც ძალაში შევა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და სასამართლო რეფორმით, რომელიც გადამწყვეტ ფაზაშია", – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

გახარია: საქართველოს ინტეგრირება ნატოში არ არის მიმართული ვინმესთვის საფრთხის შექმნისკენ

პრეზიდენტის განცხადებით, საარჩევნო მარათონის ერთ-ერთი გამოწვევაა დეზინფორმაციის გავრცელება და პოლარიზაცია, რომელიც საქართველომ უნდა გადალახოს.

ყველა ახალი ამბავი
0