მირზაანში „ფიროსმანობა 2019“ გაიმართება

© Sputnik / Denis Aslanovმხატვარი, რომელიც ფიროსმანს ხატავს
მხატვარი, რომელიც ფიროსმანს ხატავს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის ფარგლებში მუზეუმის ეზოში მოეწყობა ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. ტრადიციული სახალხო ზეიმი „ფიროსმანობა 2019“ კახეთში, ცნობილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის (ფიროსმანაშვილის) სახლ-მუზეუმში 10 ნოემბერს გაიმართება, ნათქვამია ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რობერტ სტურუა - Sputnik საქართველო
რობერტ სტურუამ მოსკოვი ახალი სპექტაკლით დააინტრიგა

ფესტივალის ფარგლებში მუზეუმის ეზოში მოეწყობა ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

სახალხო ზეიმი 12:00 საათზე დაიწყება და გვიან საღამომდე გაგრძელდება.

ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ მოინახულონ მხატვრის სახლ-მუზეუმი და გაეცნონ მის ნახატებს. გარდა ამისა, მთელი დღის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ადგილობრივი კერძების დაგემოვნება. 

დღესასწაული გალა-კონცერტით დასრულდება.

ფიროსმანი ციფრულ სივრცეში: სტუდენტები ნიკალას შემოქმედებას გააცოცხლებენ >>

ნიკო ფიროსმანი (1862-1918) XX საუკუნის გამოჩენილი ქართველი მხატვარია. იგი სიღარიბეში ცხოვრობდა და სიღარიბეშივე გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ კი მსოფლიომ აღიარა როგორც უდიდესი მხატვარი. მხატვრის სურათების უმრავლესობა, 146 ტილო დაცულია თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში. კახეთში, სოფელ მირზაანში, ფიროსმანის მშობლიურ სახლში კი ამჟამად მისი სახლ-მუზეუმია განთავსებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0