ფიროსმანი ციფრულ სივრცეში: სტუდენტები ნიკალას შემოქმედებას გააცოცხლებენ

გამოწერა
სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში, რომლის დროსაც ციფრული ტექნოლოგიებით შეიქმნება დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანისადმი მიძღვნილი ნახატები.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. შემეცნებით-შემოქმედებითი კონკურსი „კრეათონი. ფიროსმანი ციფრულ სივრცეში" საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეგიდით თბილისში 3-6 მაისს გაიმართება.

კონკურსი ითვალისწინებს ნამუშევრების შექმნას გრაფიკული დიზაინისა და სხვადასხვა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის შემოქმედებას მიეძღვნება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებს.

ფიროსმანის მუზეუმის პროექტი - Sputnik საქართველო
თბილისში, შესაძლოა, ნიკო ფიროსმანის თანამედროვე მუზეუმი აშენდეს

კონკურსზე დაგეგმილ ღონისძიებებზე სტუდენტები გაეცნობიან ფიროსმანის შემოქმედებას, გაიგებენ კულტურის თანამედროვე ხედვის შესახებ, კულტურის სფეროში ციფრული და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების თაობაზე. ახალგაზრდები პროფესიულ თანამშრომლობას შეძლებენ ხელოვნების, გრაფიკული დიზაინის, ციფრული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სფეროს სპეციალისტებთან.

„სტუდენტები შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობები გამოსცადონ შემოქმედებითობის, კონკურენტულ გარემოში მუშაობის, პროფესიული უნარების მხრივ; მიიღებენ შეფასებას დარგის პროფესიონალებისგან შედგენილი ჟიურისგან. ექნებათ შესაძლებლობა, მოიპოვონ ორიგინალური, საპატიო პრიზები; კონკურსის ფარგლებში გამოვლენილი წარმატებული სტუდენტები დასაქმდებიან პროექტის მომდევნო ეტაპების განსახორციელებლად", – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

პირველად ერთად: საფრანგეთში ფიროსმანს და ვან გოგს ერთად გამოფენენ>>

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციისთვის სტუდენტურმა გუნდებმა ელექტრონული განაცხადი უნდა შეავსონ.

პროექტის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ტექნოლოგიების ლაბორატორია და სასწავლო ცენტრი „ჯეოლაბი", ციფრული შემოქმედებითი სარეკლამო სააგენტო „ლივინგსტონი" და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია.

ყველა ახალი ამბავი
0